ზღვის ღორი
იერსახე
| ზღვის ღორი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ზღვის ღორი | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Phocoena phocoena | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 17028 | ||||||||||||
| გავრცელება | ||||||||||||
|
| ||||||||||||
| ||||||||||||
ზღვის ღორი (ლათ. Phocoena phocoena) — წყლის ძუძუმწოვარი ცხოველი ვეშაპისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 1,8 მ აღწევს, წონა 80 კგ. ზურგი და ფარფლი მუქი ფერისაა, მუცელი თეთრი, გვერდები ნაცრისფერი. გვხვდება წყნარი ოკეანის ჩრდილო ნაწილისა და ჩრდილოეთი ატლანტიკის სანაპირო ზონაში. პატარ-პატარა ჯოგებად ცხოვრობს. ძირითადად იკვებება ჯოგებად მცხოვრები თევზებით, თავფეხიანებითა და მოლუსკებით. შობს ნაშიერს, რომლის სხეულის სიგრძეა დაახლოებით 75 სმ, წონა დაახლოებით 3 კგ. ზღვის ღორს წარსულში ჰქონდა სარეწაო მნიშვნელობა. 1965 წლიდან მასზე რეწვა აკრძალულია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზღვის ღორი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
