შინაარსზე გადასვლა

ვირაკოჩა ინკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვირაკოჩა ინკა

ვირაკოჩა ინკაკუსკოს სამეფოს მერვე საპა ინკა, მესამე იმპერატორი ანანის დინასტიიდან . მამამის იყო იმპერატორი იაუარ უაკაკი და მისი ვაჟი იყო მომავალი უძლეველი იმპერატორი პაჩაკუტი. მისი ნამდვილი სახელი იყო ატუნ ტუპაკი. რაც შეეხება მისს სახელს "ვირაკოჩა" იგი მას ეწოდა ღმერთ ვირაკოჩადან გამომდინარე, რომელიც მას ხილვებში ეჩვენებოდა.

ვირაკოჩა ინკამ აწარმოა გადამწყვეტი ბრძოლები ჩარკასის კულტურასთან. ქრონისტები მას სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ, ზოგი როგორც მშიშარას, ზოგი – როგორც მამაცს. მაგალითად, ქრონისტ ინკა გარსილაო დე ლა ვეგას თანახმად, მამამისმა იაუარ უაკაკმა ჩარკასების შემოტევისას, მიატოვა ქალაქი კუსკო და გაიქცა, კარსმომდგარი მტერი კი სწორედ ვირაკოჩა ინკამ დაამარცხა. რაც შეეხება სხვა ქრონისტს, მაგალითად პედრო სიესა დე ლეონს, ის აღწერს, რომ ვირაკოჩამაც მიატოვა ქალაქი და მტერი მისმა შვილმა, პაჩაკუტიმ განდევნა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]