კორიუაირაჩინა
კორიუაირაჩინა (კეჩ. Quriwayrachina - ადგილი, სადაც ქარი ოქროს აწრთობს) — ინკების წარსულში უცნობი დასახლება პერუში, რომელიც 2001 წელს აღმოაჩინეს. უძველესი მაღაროების სიახლოვეს, ინკების დასახლებებში, აღმოჩენილია 200-ზე მეტი ქვის სტრუქტურა.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1999 წელს, ბრიტანელმა ფოტოგრაფმა და მკვლევარმა პიტერ ფროსტმა სოფლისაკენ მიმავალი ბილიკი აღმოაჩინა. 2001 წელს ამ ტერიტორიაზე მან არქეოლოგთა ჯგუფი წაიყვანა. მათ აღმოაჩინეს 6 კმ² ტერიტორია, რომელიც მოიცავდა სასოფლო-სამეურნეო ტერასებს, მარცვლეულის ბეღლებს, სამარხებს, სასაფლაოს კოშკებს, 100-ზე მეტ წრიულ შენობას, პირამიდის ძირი და 8 კმ სიგრძის საირიგაციო არხი. რელიგიურ და ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა ღია მოედანი, რომლის ქვეშაც სამარხი მდებარეობდა.
კორიუაირაჩინაში არექოლოგთა მოსვლის დროს, ქალაქი უკვე გაძარცვული იყო. საფლავებში პოულობდნენ ჩონჩხებს, მაგრამ ყოველგვარი ჩატანებული ნივთების გარეშე. ნაპოვნი კერამიკა და ქვის იარაღები ორ განსხვავებულ პერიოდს მიეკუთვნება. სავარაუდოდ, დასახლება ადრეულ XIII საუკუნეს მიეკუთვნება, რომელიც შემდეგ მიატოვეს, მოგვიანებით კი კვლავ დასახლდნენ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- National Geographic March 2002
- Qoriwayrachina article (Spanish) დაარქივებული 2010-09-03 საიტზე Wayback Machine.