შინაარსზე გადასვლა

ატაჰუალპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ატაჰუალპა

ატაჰუალპა (დ. დაახლ. 1500 — გ. 29 აგვისტო, 1533, კახამარკა) — ინკების უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი. მამის, უაინა კაპაკის გარდაცვალების შემდეგ, ძალაუფლებისათვის ებრძოდა თავის ძმას უასკარს. 1530 გაიმარჯვა და ინკების იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ესპანელი კონკისტადორები ფ. პისაროს მეთაურობით 1532 წლის 15 ნოემბერს შევიდნენ ქ. კახამარკაში. ესპანელებმა ატაჰუალპა ქალაქში შეიტყუეს და დაატყვევეს, დიდი გამოსასყიდის საფასურად მას თავისუფლებას შეჰპირდნენ, მაგრამ გამოსასყიდის მიღების შემდეგ კონკისტადორებმა იგი „გაასამართლეს“ და ჩამოახრჩვეს.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
უაინა კაპაკი
საპა ინკა

1527–1533
შემდეგი:
ტუპაკ უალიპა (დე-ფაქტო)