გარაგაი
გარაგაი (ესპ. Garagay) — ჩავინის კულტურის არქეოლოგიური ძეგლი პერუში. მდებარეობს მდინარე რიმაკის ხეობაში, ლიმის საქალაქო ზონაში.
გარაგაის შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვის არქეოლოგ როჯერ რავინიესს, რომელიც ძეგლს 1975 წელს იკვლევდა.
პრობლემას წარმოადგენს ძეგლის დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან უყურადღებობის ბრალია. გარაგაის საფრთხეს უქმნის კლიმატის ცვლილება და ინდივიდუალური ბარბაროსული აქტები. ბოლო პერიოდში მის ტერიტორიაზე მდებარეობდა აგურის ქარხანა, ამის შემდეგ კი უძველესი არქეოლოგიური ძეგლი მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძების საყრდენს წარმოადგენდა. 1985 წლის 12 აგვისტოს, არქეოლოგიურ ზონაში შეიჭრა 850 უსახლკარო ოჯახი და დროებითი საცხოვრებლები მოაწყვეს. იძარცვებოდა მონუმენტიც. მათი გასახლების ყოველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.[1]
მონუმენტი სამი მთავარი ობიექტისაგან შედგება. ფორმით ისინი ასო P-ს ჰგავს და ჩამწკრივებულია დიდი მოედნის გარშემო. ნაგებობათა ასეთი განლაგება დამახასიათებელი იყო პერუს ცენტრალური სანაპირო ზოლისთვის, ძვ. წ. მეორე ათასწლეულში.[2] ცენტრალურ ტაძარზე შეიმჩნევა მცირე რაოდენობის ბარელიეფი-ნახატები, მათ შორის გამოსახულნი არიან ადამიანები და ცხოველები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bonavia, Duccio. Perú: Hombre e Historia, de los orígenes al siglo XV, Lima: EDUBANCO, 1991, p. 197—198.
- Druc, Isabelle; Burger, Richard; Zamojska, Regina; Magny, Pierre. «Ancón and Garagay ceramic production at the time of Chavín de Huántar». En: Journal of archaeological science, 2001, N° 28, p. 29—43: cartes, ill., tab., graph., bibliogr. p. 42—43.
- El Comercio, «Entidades públicas apoyan a invasores». Lima, 30 de marzo de 1990.
- Fuentes Sadowski, José Luis, «Garagay: la sombra del monumento». En: Tukuy Rikuq: boletín informativo. Lima, 2007; Nº 4.
- Ravines, Rogger, «Garagay como arqueología experimental». En: Matos Mendieta, Ramiro (comp.), Arqueología peruana, Lima, 1979. p. 75—80.