ბუენა-ვისტა (პერუ)
იერსახე
ბუენა ვისტა — წარმოადგენს 8 ჰექტარზე გადაჭიმულ არქეოლოგიურ კომპლექსს პერუში, დედაქალაქ ლიმის ჩრდილოეთით, მდინარე ჩილონის ხეობაში. იგი პირველად გათხარა არქეოლოგმა ფრედერიკ ენჯელმა 1987 წელს. მან დაადგინა, რომ ობიექტი მიეკუთვნებოდა ადრეულ პრე-კერამიკულ პერიოდს, ძვ.წ. დაახლოებით 9 700 წელს.
2006 წელს, მისურის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ ბენფერმა, ბუენა ვისტაში აღმოაჩინა 4200 წლის წინანდელი ობსერვატორია. იგი მომცრო პირამიდის წვერზეა განთავსებული, რომელსაც არქეოლოგებმა "მელიის ტაძარი" უწოდეს.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Anne Bolen, "The New World's Oldest Calendar: Research at a 4,200-year-old temple in Peru yields clues to an ancient people who may have clocked the heavens" დაარქივებული 2011-06-17 საიტზე Wayback Machine. , Smithsonian Magazine, May 2007, accessed 2 Nov 2010