კოკაინის ხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოკაინის ხე
კოკაინის ხე
კოკაინის ხე
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ერითროქსილონისებრნი
სახეობა:  კოკაინის ხე
ლათინური სახელი
Erythroxylon coca

კოკაინის ხე, კოკა (Erythroxylon coca) — ტროპიკული მცენარე ერითროქსილონისებრთა ოჯახისა. 1-3, ზოგჯერ 5 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. აქვს ფართოელიფსური ან უკუკვერცხისებრი ფოთოლი. წვრილი მოყვითალო-თეთრი ყვავილები.

სამშობლოდ პერუ და ბოლივია ითვლება. ველურად თითქმის აღარ გვხვდება. კულტივირებულია სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის ტროპიკებში. ფოთლები შეიცავს კოკაინს (1,3%-მდე) და სხვა. ალკალოიდებს. ერთი ბუჩქიდან წლის მანძილზე 5 კგ-მდე მშრალი ფოთლის მიღება შეიძლება.

კოკაინის ხე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 574, თბ., 1980
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: