შინაარსზე გადასვლა

უაინა-პიქჩუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უაინა-პიქჩუს მთა (პირდაპირ) მაჩუ-პიქჩუს ერთ-ერთი შენობის კარიდან
უაინა-პიქჩუს ხედი მაჩუ-პიქჩუდან

უაინა-პიქჩუ (კეჩ. – ახალგაზრდა მთა) — მთა პერუში. მის ძირში მიედინება მდინარე ურუბამბა. იგი მაღლიდან გადმოჰყურებს და ორ ნაწილად ყოფს ინკების დაკარგულ ქალაქს – მაჩუ-პიქჩუს. ინკებმა ამ მთაზე გზა გაიყვანეს და მის მწვერვალზე ააშენეს ტაძარი და ტერასები. უაინა-პიქჩუ ზღვის დონიდან 2 720 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მაჩუ-პიქჩუზე 360 მეტრით მაღლა.

ადგილობრივი გიდების გადმოცემით, ეს მთა იყო უმაღლესი ქურუმისა და ადგილობრივი ქალწულების საცხოვრებელი ადგილი. ყოველ დილას, მზის ამოსვლის წინ, უმაღლესი ქურუმი ფეხით ჩადიოდა მაჩუ-პიქჩუში და ზარს რეკდა, რაც ახალი დღის დადგომის ნიშანი იყო. მთის კალთაზე, სიმაღლით მაჩუ-პიქჩუზე დაბლა, მდებარეობდა მთვარის ტაძარი, ერთ-ერთი მაჩუ-პიქჩუს არეალის სამ უმთავრეს ტაძართაგან.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The Temple of the Moon. Peru Culture. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-13. ციტირების თარიღი: 2010-12-05.