ჩანკილიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩანკილიოს ციხე-სიმაგრე

ჩანკილიო – მონუმენტური არქეოლოგიური კომპლექსი პერუს სანაპირო ზოლში, კასმას ხეობაში, ანკაშის რეგიონში. ნანგრევები მოიცავს ჩანკილიოს ციხე-სიმაგრეს, მზის ობსერვატორია „ოცდამეათე კოშკს“ და სხვა მიმდებარე ტერიტორიას. ეს ობსერვატორია სავარაუდოდ ძვ. წ. IV საუკუნეს მიეკუთვნება. კომპლექსი მოიცავს 4 კვადრატულ კილომეტერს.

ვარაუდს, რომ ეს ობიექტი მართლაც მზის საკვლევ ობსერვატორიას წარმოადგენდა, მრავალი ფაქტი ადასტურებს. ობსერვატორიის მიმართულება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, დაბალი ბორცვის გასწვრივ, მასიურად დანაწევრებულია, დატოვებულია შუალედები, რომლებიც ე.წ. „კბილებიანი ჰორიზონტის“ შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც ჩანს, ამ მეთოდით მზეს აკვირდებოდნენ, რაც ერთგვარი კალენდრის როლსაც თამაშობდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]