ვილკასუამანი
ქალაქი | |
---|---|
ვილკასუამანი Willkawaman | |
ვილკასუამანის კათედრალი და მზის ტაძარი | |
ქვეყანა | პერუ |
რეგიონი | აიაკუჩო |
პროვინცია | ვილკას-უამანი |
კოორდინატები | 13°39′11″ ს. გ. 73°57′14″ დ. გ. / 13.65306° ს. გ. 73.95389° დ. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 3 490 მ |
ვილკასუამანი (ესპ. Vilcashuamán; კეჩ. Willkawaman, წმინდა შევარდენი) — ქალაქი პერუში, ვილკას-უამანის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ანდების აღმოსავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 3 490 მეტრზე, უძველესი არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე.
ვილკასუამანი ინკების ადმინისტრაციული ცენტრი იყო, მას შემდეგ, რაც ინკებმა ჩანკასისა და პოკრასის ხალხი დაიპყრეს. ჟამთააღმწერლების ცნობით, ვილკასუამანში 40 000 ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქი გაშენებული იყო დიდი მოედნის გარშემო, სადაც მსხვერპლშეწირვის ცერემონიები იმართებოდა. მოედნის გარშემო აღმართული იყო ქალაქის ორი უმთავრესი შენობა: მზის ტაძარი და უშნუ, რომელიც დღემდე შემორჩა. მიჩნეულია, რომ ქალაქს შევარდნის ფორმა ჰქონდა, რომლის თავის ადგილას უშნუ მდებარეობდა.
უშნუ წარმოადგენს წაკვეთილ პირამიდას. მის ზედა პლატფორმა მოზრდილი ქვაა უნიკალური ორნამენტებით, სადაც ინკა (იმპერატორი) ჯდებოდა. ვარაუდობენ, რომ ერთ დროს ის ოქროს ფურცლებით ყოფილა დაფარული.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- La histórica ciudad de Vilcashuamán. Blog PUCP დაარქივებული 2012-10-16 საიტზე Wayback Machine.