ტუპაკ ინკა იუპანკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუპაკ ინკა იუპანკი

ტუპაკ ინკა იუპანკიინკების იმპერიის მეათე საპა ინკა (1471-1493), მეხუთე იმპერატორი ანანის დინასტიიდან , პაჩაკუტის ვაჟი.[1] [2]

1463 წელს, მამამისმა ის დანიშნა ინკების არმიის მთავარსარდლად. ცოტა ხანში, მან სამეფო განავრცო ანდების გასწვრივ, ჩრდილოეთით თანამედროვე ეკვადორის ჩათვლით. მოახდინა ქალაქ კიტოს რეაბილიტაცია, არქიტექტურა ქალაქ კუსკოს სტილში გადააკეთა.

1471 წელს, პაჩაკუტის სიკვდილის შემდეგ, იგი ტახტზე ავიდა და სულ მალე დაიპყრო ჩიმორის კულტურა, თანამედროვე პერუს ჩრდილოეთით, რომელიც ინკების მთავარ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა.

სქოლიო[რედაქტირება]