ნუნუ გელაძე
ნუნუ გელაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 ივნისი, 1955 (69 წლის) |
დაბადების ადგილი | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
საქმიანობა | მწერალი, მთარგმნელი, ფილოლოგი და ჟურნალისტი |
მოქალაქეობა | იტალია |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Magnum opus | ჯაკომო პონტი |
გავლენა მოახდინეს |
ნუნუ გელაძე (დ. 3 ივნისი, 1955, ახალციხე) — ქართველი მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნუნუ გელაძე დაიბადა 1955 წლის 3 ივნისს ქალაქ ახალციხეში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იმადროულად მუშაობდა ჟურნალ „დროშას“ შტატგარეშე კორესპონდენტად. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ „ეკრანის ამბების“, ჟურნალ „ახალი ფილმების“ მთარგმენლად და კორესპონდენტად, ჟურნალისტთა კავშირის ფოტოპოლიგრაფსტუდიის რედაქტორად, ჟურნალ „დროშის“ ლიტერატურულ მუშაკად, ტელეარხ TV7-ის რედაქტორად; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ და მთარგმნელობით საქმიანობას. იმ პერიოდში იტალიურიდან და რუსულიდან ქართულად თარგმნილი აქვს არაერთი კლასიკოსისა და თანამედროვე მწერლის მოთხრობები, ესეები და ლექსები.
თბილისის ვ. ესვანჯიას სახელობის იტალიურ სკოლა „ცისკარში“ პედაგოგად მუშაობის პერიოდში გაიცნო მომავალი მეუღლე ეჯიდიო ფუსკო. 2001 წლიდან ცხოვრობს იტალიაში და აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას, მონაწილეობს იტალიის სხვადასხვა ქალაქში გამართულ პოეზიის საერთაშორისო ფესტივალებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.
იტალიურად თარგმნილი და გამოცემული აქვს თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსთა კრებულები[1].
2005 წელს ღვაწლმოსილ ემიგრანტთან ნინო ყაუხჩიშვილთან[2] ერთად მილანში დააარსა ქართულ-იტალიური საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელი“[3], რომლის თავმჯდომარეა 2011 წლიდან და რომელმაც ამ ხნის განმავლობაში იტალიის სხვადასხვა ქალაქში სამოცზე მეტი მნიშვნელოვანი ღონისძიება, კონცერტი, გამოფენა თუ კონფერენცია გამართა და პირველად იტალიაში დასტამბა ასგვერდიანი ორენოვანი ილუსტრირებული ჟურნალი „ა ორიენტე,“ რომელიც სახელოვანი ქართველი და იტალიელი ავტორების სამეცნიერო ნაშრომებსა თუ მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს მოიცავს. ამ საზოგადოებამ დათო მაღრაძის პოეტური კრებულის „სალვეს“ (მთარგმნ. ნუნუ გელაძე), თანამედროვე ქართველ პოეტთა ანთოლოგიის „ვაზი და კალამი“ (მთარგმნ. ნუნუ გელაძე), „ვეფხისტყაოსნის“ პოეტური თარგმანის (მთარგმნ. ანტონიო ბონელი), დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობის“ (მთარგმნ. ქეთი ჩარკვიანი), თეონა დოლენჯაშვილის „მემფისის“ (მთარგმნ. მანანა ტოფაძე) პრეზენტაციები მოაწყო.
ამჟამად ნუნუ გელაძე მუშაობს კულტურათაშორის მედიატორად და უცხოელთათვის იტალიური ენის შემსწავლელთა კურსის პედაგოგად.
ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თარგმანები იტალიურად
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაღათერ არაბული „მზე მშვიდობისა“ (ლექსი), პრემია პოეზიის ფესტივალზე World Poetry Day, ქ. ორტა სან ჯულიო, 24 მარტი, 2001
- კობა არაბული „ბუნება“ (ლექსი), პრემია ფესტივალზე, დაიბეჭდა კრებულში „ქმნილთა მეუფე“, ბორგომანერო, 2003; ლექსები, გამოქვეყნდა ჟურნ. „ოდისეაში“, მილანი, 2005
- გურამ პეტრიაშვილი „ჩიტი და მევიოლინე“ (ზღაპარი) კრებულში „ერთი წელი ფანტაზიის სახლში“, ბორგომანერო, 2003
- მაყვალა გონაშვილი „ღვთისმშობლის მონოლოგი“ (ლექსი), პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე ორტა სან ჯულიოში, 2004
- ქართველ პოეტთა ლექსები (ჯანსუღ ჩარკვიანი, ოთარ ჭილაძე, მაყვალა გონაშვილი, კობა არაბული, ბაღათერ არაბული), მილანი, „საქართველო გუშინ და დღეს“, 2005
- კობა არაბული, მაყვალა გონაშვილი, ანა ახმატოვა (ლექსები), კრებული „ფანტაზიის ლაბორატორია“, ბორგომანერო, 2005
- ლია სტურუა, ჯანსუღ ჩარკვიანი, მაყვალა გონაშვილი, ბესიკ ხარანაული, გალაკტიონ ტაბიძე (ლექსები), ნინოობის ზეიმი, მილანი, 2006
- თამაზ ნატროშვილი მარიუჩა (მოთხრობა), ჟურნალი „აღმოსავლეთისკენ“, #18, 2011
- დათო მაღრაძე SALVE[4] (ლექსები), გამომცემლობა ლა ლონტრა, გენუა, 2007; ნაფეხურები წყალზე (ლექსები), გამომცემლობა ილ საჯო, ებოლი, 2012; ჯაკომო პონტი[5] (პოემა), გამომცემლობა ჯულიანო ლადოლფი, ბორგომანერო, 2012; ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან[6] (პოემა), გამომცემლობა საჯო არს პოეტიკა, ებოლი, 2014; ექო[7] (ლექსები), გამომცემლობა ჯულიანო ლადოლფი, ბორგომანერო, 2015
- ვაზი და კალამი (თანამედროვე ქართველ პოეტთა მცირე ანთოლოგია), გამომცემლობა ჯულიანო ლადოლფი, ბორგომანერო, 2014
- გივი ალხაზიშვილი ვრცელი წამი[8] (ლექსები), გამომცემლობა ჯულიანო ლადოლფი, ბორგომანერო, 2016
- ბექა ქურხული ქალაქი თოვლში[9], (ხუთი მოთხრობა), გამომცემლობა „სტილო ედიტრიჩე“, ბარი, 2018
თარგმანები ქართულად
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იტალო კალვინო „რა შეემთხვა პოეტს“, ჟურნ. „დროშა“, #9, 1982; „რატომ ვკითხულობთ კლასიკოსებს“, გაზ. ჩვენი მწერლობა“, #99, 2002
- იური ნაგიბინი „ვაგანოვი“ (მოთხრობა), ჟურნ. „დროშა“, #7, 1982
- ტონინო გუერა ნოველები, ჟურნ. „ნობათი“, #1, 1989
- უმბერტო ეკო მცირე ესსეები, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, #4, 1999
- „როცა ფელინი მოგზაურობს“, გაზ. „ეკრანის ამბები“, #4, 1994
- ალბერტო მორავია „ენა და დიალექტი“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, #20, 1984; „მკვდრების მეგობრები და ცოცხლების მტრები“ - გაზ. „ლიტერატურული საქართველო“ #9, 1986
- ლუიჯი პირანდელო „მეკასრის ქათმები“, ჟურნ. „დროშა“, # 2, 1993
- ქართულ–იტალიური სასაუბრო მცირე ლექსიკონითურთ, თბილისი, 1997
- ფრანჩესკო ასიზელი „საგალობელი ქმნილთათვის“, გაზეთი საბა, #1, 2000 წ.
- დაგვიანებული წერილები — დოლომიტიდან კავკასიამდე[10] (იტალიურ და ქართულ ენებზე), გამომცემლობა დიოგენე, თბილისი, 2001
- ვინჩენცო კარდარელი ლექსები, გაზ. „ჩვენი მწელობა“, #117, 2002
- ჩეზარე პავეზე „თვითმკვლელები“ (მოთხრობა), გაზ. „ჩვენი მწერლობა“, #39, 2003
- ალდო ნიკოლაი – „არ იყო მეცხრე, მეხუთე იყო“ (პიესა), 2004
- ალესანდრო ბარიკო „აბრეშუმი“ (რომანი), ჟურნ. „ლიტერატურული პალიტრა“, ივნისი, 2005
- ჯულიანო ლადოლფი ლექსები, ჟურნ. „ლიტერატურული პალიტრა“ აგვისტო, 2006
- ელზა მორანტე – „ანდალუზიური თავშალი“ (მოთხრობა), ჟურნ. „ლიტერატურა და ხელოვნება“, აგვისტო, 2007
- სალვატორე კუაზიმოდო „პოეტი და პოლიტიკოსი“ (ესეი), ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“, ნოემბერი, 2009
- ლუიჯი მაგაროტო „ქართული სუფრის რიტუალი“ (ნაწყვეტები წიგნიდან), ჟურნალი „აღმოსავლეთისკენ“, მილანი, N.18, 2011
- რეპორტაჟი იტალიიდან (რეცენზიები ჟურნალ „ა ორიენტეს“ შესახებ), ჟურნ. „ჩვენი მწერლობა“, ივლისი, 2012
- ელზა მორანტე „ტორკუატო ტასოს უკანასკნელი სავანე“ (ესეი), ჟურნ. „ჩვენი მწერლობა“, ნოემბერი, 2012
- მარიენცა კორაჩი „მედეა ანუ ევრიპიდეს შეუსმენელი ღაღადი“, „ჩვენი მწერლობა“, დეკემბერი, 2013
- კლაუდიო პოცანი ჩრდილების მარში[11] (ლექსები), გამომცემლობა საარი, თბილისი, 2014, ISBN 978-99940-60-70-2
სტატიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პინოქიო ასი წლისაა, გაზ. „წიგნის სამყარო“, #1, 1982
- მხატვარი ოთარ შიუკაშვილი, ჟურნ. „დროშა“, #1, 1991
- ჯანკარლო ჯანინი, ჟურნ. „ახალი ფილმები“, #8, 1989
- ცოტა რამ ლიზ ტეილორის შესახებ, გაზ. „ეკრანის ამბები“, #34, 1992
- ადრიანო ჩელენტანო, გაზ. „ეკრანის ამბები“, #39, 1985
- მიკელე პლაჩიდო, ჟურნ. „დროშა“, #12, 1988
- ალბერტო სორდი, გაზ. „ეკრანის ამბები“, #10, 1983
- ვიტორიო გასმანი, ჟურნ. „ახალი ფილმები“, #1, 1983
- ეროვნული სიმდიდრის საძირკველი (ისტორიულ-სულიერი პარალელებით), ჟურნ. „დროშა“, #6, 1996
- ათი პატარა დესპანი ამერიკაში, ჟურნ. „დროშა“, #1, 1990
- მოსე იტალიურ ეკრანზე, გაზ. „ეკრანის ამბები“, #26, 1987
- ადამინის სულის ოქრომჭედელი, გაზ. „წითელი დროშა“, #3, 1971
- სოფელი ღონიერია, ჟურნ. „დროშა“, #5 1975
- ცოტა რამ მონიკა ვიტიზე, გაზ. „ეკრანის ამბები“, #6, 1981
- ისევ სარბიელზე, ჟურნ. „დროშა“, #12, 1976
ინტერვიუები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პოეტ მიმო მორინასთან, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, #18, 1987
- მარჩელო მასტროიანისთან, ჟურნ. „ახალი ფილმები“, #5, 1988
- გ. ბუხნიკაშვილთან, გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, #8, 1989
- პოეტ ნანა ღვინეფაძესთან, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1982
- მესხეთის რწმუნებულ გ. ზუმბაძესთან, ჟურნ. „დროშა“, #7, 1992
- გია ჭანტურიასთან, ჟურნ. „დროშა“ #3, 1992
- დავით ლაშქარაძესთან, ჟურნ. „დროშა“, #3, 1994
- პოეტ ჯულიანო ლადოლფისთან, გაზ. „ჩვენი მწერლობა“, #73, 2002
სამეცნიერო ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნეორეალიზმი იტალიურ ლიტერატურაში
- ავანგარდიზმი იტალიურ პოეზიაში
- თანამედროვე იტალიური პოეზია ქართულ თარგმანებში
- „მერანის“ თარგმანები რუსულად / სადიპლომო ნაშრომი/
- იტალიური ლიტერატურის თარგმანის ზოგიერთი საკითხი
პრემიები და ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ევროპის საერთაშორისო პრემია „წლის საუკეთესო ქალი იტალიური კულტურის დივულგაციისა და პედაგოგიურ და სოციალურ სფეროებში დაუღალავი შრომისათვის, ხალხთა შორის მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობაზე მუდმივი ზრუნვისათის“, 2006
- შვეიცარიის „მშვიდობის უნივერსიტეტისა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „უნივერსუმ ზვიცერლანდის“ წოდება „მშვიდობის ელჩი“, 2013
- „წარმატებული ქართველი ქალი“ საზღვარგარეთ გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, 2016
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ეს არის, ალბათ, ის მოვალეობა, რაც უცხოეთში მყოფმა უნდა გავაკეთო ჩემი სამშობლოსათვის“ (ინტერვიუ), ლიტერატურული პალიტრა, 2007, N9, გვ.52-53
- „უცხოობაში ყოფნის გამართლება“ (საუბარი ნუნუ გელაძესთან), ჩვენი მწერლობა, 2009, 2 ოქტომბერი, N20(98), გვ.40-41
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნუნუ გელაძე
- „ცოცხალი წიგნები“ ემიგრანტებისთვის[მკვდარი ბმული]
- ნინოობა მილანში (2005 წ.) დაარქივებული 2016-06-13 საიტზე Wayback Machine.
- ქართველი პოეტი ქალები პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე
- Gelaże, Nunu
- au:Gelaże, Nunu.
- გელაძე, ნუნუ
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული პოეზია ივანე ამირხანაშვილის წინასიტყვაობით, 2016 (იტალიურად)
- ↑ ნინო ყაუხჩიშვილი
- ↑ [https://web.archive.org/web/20160122135402/http://www.medgeo.net/2010/02/17/samsoblo/ დაარქივებული 2016-01-22 საიტზე Wayback Machine. „სამშობლო – გულით სატარებელი“ (Con la Georgia nel cuore)]]
- ↑ SALVE იტალიურად, 2007
- ↑ „ჯაკომო პონტი“, იტალიურად, 2012
- ↑ „ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან“, იტალიურად, 2014[მკვდარი ბმული]
- ↑ „ექო“ იტალიურად, 2015
- ↑ „ვრცელი წამი“ იტალიურად, 2016[მკვდარი ბმული]
- ↑ „ქალაქი თოვლში“ იტალიურად. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-03. ციტირების თარიღი: 2019-06-03.
- ↑ „დოლომიტიდან კავკასიონამდე“, 2001
- ↑ კალუდიო პოცანი „ჩრდილების მარში“, საარი, 2014