ნეორეალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარეობისთვის კინემატოგრაფიაში იხილეთ: იტალიური ნეორეალიზმი.


ნეორეალიზმი, ლიტერატურული და კინემატოგრაფიული მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა იტალიაში 1940-1950-იან წლებში.

ნეორეალიზმის მიზანია ასახოს რეალობა ისეთად, როგორიცაა, ყველანაირი შელამაზების, პრობლემათა მიჩქმალვის გარეშე. ეს მიმდინარეობა გამოჩენას იწყებს 1930-იანი წლებიდან ერთი მხრივ ფაშისტური კულტურის, მეორე მხრივ კი დეკადენტური თემების წინააღმდეგ.

ნეორეალისტები მიიჩნევენ, რომ მათი ვალია შეულამაზებლად გადმოსცენ ისტორიული ვითარება, ხალხის მგდომარეობა და ცხოვრება. ისინი ირჩევენ უბრალო, პირდაპირ, ყოველდღიურ სალამაპარკო ენას. თემატიკაში დომინირებს პარტიზანთა ბრძოლის, მშრომელთა მოთხოვნებისა და მოქალაქეების ამბოხების თემები.

ტერმინი ნეორეალიზმი პირველად ამ ეპოქის კინემატოგრაფიას უკავშირდებოდა. ეს იყო ფილმები, რომლებიც იტალიაში არსებულ რეალობასა და სოციალურ პრობლემებს გამოხატავდა. ნეორეალისტური კინოს ყველაზე ცნობილი რეჟისორები არიან: რობერტო როსელინი, ვიტორიო დე სიკა, ლუკინო ვისკონტი. მოგვიანებით ტერმინი გავრცელდა ლიტერატურაშიც.

ნეორეალისტი მწერლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]