ივანე ამირხანაშვილი
ივანე ამირხანაშვილი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 3 მარტი, 1959 (63 წლის) |
დაბადების ადგილი | გალავანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი), საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | კრიტიკოსი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ჟანრი | კრიტიკა |
გავლენა მოახდინეს
|
ივანე ამირხანაშვილი (დ. 3 მარტი, 1959, გალავანი, მცხეთის რაიონი, საქართველო) — ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კრიტიკოსი, ლიტერატურისმცოდენე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ივანე ამირხანაშვილი დაიბადა 1959 წლის 3 მარტს მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში.
1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი;
1983-86 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1991 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "დავით გურამიშვილის პოეტური აზროვნების თავისებურებანი (სიმბოლო და ალეგორია)".
1983 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (ლაბორანტი, მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი). ამჟამად არის ამ ინსტიტუტის რუსთველოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.
1987-2007 წლებში იყო გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" კრიტიკის განყოფილების გამგე. მუშაობდა კულტურის ინსტიტუტში (1998-99). თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (2001-2005) და ამავე უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში (1994-1995). იყო "ახალი ქართული გაზეთის" განყოფილების გამგე (1998). ჟურნალ "ცისკრის" პროზის განყოფილების რედაქტორი (2000-2006). ამჟამად არის ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" პროზის რედაქტორი.
პირველი კრიტიკულ-ლიტერატურული სტატია გამოაქვეყნა 1981 წელს ალმანახ "პირველ სხივში".
ავტორია ოცამდე სამეცნიერო და 500-მდე ლიტერატურული სტატიისა, რომლებიც გამოქვეყნებული აქვს გაზეთებში "ლიტერატურული საქართველო", "ახალი ქართული გაზეთი", "ქომაგი", "ჩვენი მწერლობა" და სხვა, ჟურნალებში "მნათობი", "მაცნე", "ცისკარი", "ომეგა", "საგურამო", "ლიტერატურული პალიტრა", "ლიტერატურა და სხვა", "კრიტიკა", "სჯანი", "ლიტერატურული ძიებანი".
2009 წელს იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის – "გალას" ჟიურის წევრი.
წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „თეთრი ჯვრის ხეობა“[მკვდარი ბმული] (მხატვრულ-დოკუმენტური ჩანაწერები), გამომცემლობა "ლომისი", 1999;
- „ტკივილის დიალექტიკა“[მკვდარი ბმული] (კრიტიკა, ესთეტიკა, ლიტერატურის ისტორია), გამომცემლობა "საარი", 2003;
- „ქართული მწერლობა“ (ჟურნალ "დილის" ენციკლოპედია, 2006, 2008.
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1993 წელს მიენიჭა მწერალთა კავშირის პრემია წლის საუკეთესო ახალგაზრდა კრიტიკოსისათვის;
- 1999 წელს გამოცემული მისი წიგნი "თეთრი ჯვრის ხეობა" აღინიშნა გამომცემლობა "ლომისისა" და მწერალთა კავშირის პრემიებით.
- 2004 წელს წიგნისათვის "ტკივილის დიალექტიკა" მიენიჭა ლიტერატურული პრემია "საგურამო".
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დაბადებული 3 მარტი
- დაბადებული 1959
- მცხეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - მაისი 2022
- თარგები თარგში არასწორი პარამეტრით
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2021
- ქართველი მწერლები
- ქართველი კრიტიკოსები
- ქართველი მთარგმნელები
- ქართველი ლიტერატურათმცოდნეები