შინაარსზე გადასვლა

ფრანცისკე ასიზელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანცისკე ასიზელი
Francesco d'Assisi

წმინდა ფრანცისკეს უძველესი გამოსახულება, შექმნილი ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში. ფრესკა შესრულებულია წმ. ბენედიქტეს მონასტრის კედელზე ქალაქ სუბიაკოში.
დაიბადა სავარ. 24 ივნისი, 1182[1]
ასიზი, Duchy of Spoleto, საღვთო რომის იმპერია[2]
გარდაიცვალა 3 ოქტომბერი, 1226[1] [3] [4] (44 წლის)
Portiuncula, ასიზი, პაპის ოლქი
დაკრძალულია სან-ფრანჩესკოს ბაზილიკა
წმინდანად შერაცხვა 16 ივლისი, 1228
ასიზი, იტალია
ხსენების დღე 4 ოქტომბერი[5]
ატრიბუტები ჯვარი, მტრედი, სისხლიანი დაღი (სტიგმა)
მოღვაწეობა პოეტი, Catholic deacon, თეოლოგი, მწერალი[6] , მქადაგებელი, მისიონერი, regular cleric, Roman Catholic cleric, დამაარსებელი[7] , pilgrim, თეოლოგი[8] , მისტიკოსი[8] და დამაარსებელი კათოლიკური რელიგიური ორდენისა[9]
ენა იტალიური ენა[10] [8] [11] [11] , ლათინური ენა[10] [8] და ფრანგული ენა[8]
ეროვნება იტალიელები[7]
ცნობილი ნაშრომები Canticle of the Sun, Rule of Saint Francis, Testament of Saint Francis, Regola non bollata, Rule for Hermitages, Writings to the Poor Clares, Admonitions, Letter to the Faithful, Letter to Clerics, Letter to Rulers of Peoples, Letter to the Entire Order, Letter to a minister, Letter to Brother Leo, Letter to Brother Anthony, Letter to Lady Jacoba, Prayer before the Crucifix, Salutation of the Virtues, Salutation of the Blessed Virgin Mary, Praises of God Most High, Blessing to Brother Leo, Audite poverelle, Praises for All Hours, Exhortation to the Praise of God, Paraphrase of the Lord's Prayer, Absorbeat Prayer, True and Perfect Joy, Office of the Passion და Letter to the custodes
მეუღლე [7]

წმინდა ფრანცისკე ასიზელი (ჯოვანი დი პიეტრო დი ბერნარდონე, იტალ. Giovanni di Pietro di Bernardone; დ. 1182 — გ. 3 ოქტომბერი 1226) — კათოლიკე წმინდანი, ფრანცისკელთა ორდენის დამაარსებელი.

ფრანცისკე ასიზელი დაიბადა იტალიის ქალაქ ასიზიში. მისი მამა პიეტრო ბერნარდონე, მდიდარი ასიზელი ქსოვილების ვაჭარი, ხოლო დედა, რომლის შესახებაც ცნობები მწირია, სავარაუდოდ პროვანსელი დიდგვაროვნების ოჯახიდან იყო. ფრანცისკეს ნათლობისას დაარქვეს ჯოვანი — სახელი, რომელიც მამამისმა მოგვიანებით შეუცვალა და დაარქვა ფრანცისკე, საფრანგეთში მისი საქმიანობის აღსანიშნავად.

თავდაპირველი განათლება ფრანცისკემ მიიღო ასიზელი მღვდლებისაგან, თუმცა სავარაუდოდ ის ასევე იღებდა განათლებას ტრუბადურების სკოლაში. ფრანცისკე არ იჩენდა დიდ დაინტერესებას არც სწავლის და მიუხედავად მამის საქმიანობისა, არც სავაჭრო საქმის მიმართ. მას უდარდელი და ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ბავშვობა ჰქონდა. კარგად ჩაცმული, სიმპათიური, მხიარული, ხელგაშლილი, გალანტური და ზრდილობიანი ფრანცისკე მალევე გახდა ახალგაზრდა ასიზელი დიდგვაროვნების ფავორიტი.

20 წლის ასაკში, ფრანცისკე, თანაქალაქელებთან ერთად მონაწილეობდა ბრძოლაში პერუჯელებთან სადაც ასიზელები დამარცხდნენ და ფრანცისკემ წელიწადზე მეტი პერუჯაში ტყვეობაში გაატარა. ტყვეობიდან გათავისუფლებული კვლავ უზრუნველ ცხოვრებას დაუბრუნდა და მოგვიანებით სამხედრო კარიერის გაკეთება გადაწყვიტა. ამ პერიოდში ფრანცისკემ ორჯერ გადაიტანა მძიმე დაავადება, რომელმაც მის სულიერ ცვლილებას შეუწყო ხელი. 1205 წელს წავიდა პულიაში ჯარში ჩასაწერად, თუმცა უცნაურმა სიზმარმა იგი ასიზში დააბრუნა.

ამის შემდეგ ფრანცისკე თავს არიდებს ძველ მეგობრებს და დროს ძირითადად მარტო, ლოცვაში ატარებს. შემდეგ იწყებს კეთროვნების მოვლას ასიზის ლაზარეთებში. რომში მოგზაურობის შემდეგ, სადაც ის ტაძრის კარებთან ღარიბთათვის ლოცულობდა, ჰქონდა მისტიური ხილვა იესო ქრისტესი, სადაც ჯვარცმის ხატი თხოვდა დახმარებას აღედგინა მისი სახლი, რომელიც ინგრეოდა. ფრანცისკემ ჩათვალა, რომ ეს იყო ის ტაძარი სადაც ის ლოცულობდა და მამის ქსოვილების გაყიდვით დაეხმარა მღვდელს ტაძრის აღდგენაში.

პიეტრო, მამამისი, ცდილობდა ფრანცისკეს ახალი ცხოვრების შეცვლას, ჯერ მუქარით, შემდეგ ცემით. ფრანცისკემ უარყო მამა და მთელი ქონება, საკუთარი ტანისამოსის ჩათვლით მას დაუტოვა, რის შემდეგაც რამდენიმე თვე ასიზის მიდამოებში მათხოვრობდა.

ცხოველთა საერთაშორისო დღის (World Animal Day) აღნიშვნა გადაწყდა 1931 წელს, ეკოლოგების კრებაზე ფლორენციაში. 4 ოქტომბერი შეირჩა ცხოველთა საერთაშორისო დღის თარიღად იმ ნიშნით, რომ ეს არის ცხოველთა მფარველი კათოლიკე წმინდანის ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალების დღე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Rusconi R. Dizionario Biografico degli Italiani — Roma: Istituto della Enciclopedia Italiana, 1997. — Vol. 49.
  2. ↑ Archivio Storico Ricordi - digital collection
  3. ↑ BeWeB
  4. ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  5. ↑ Calendarium Romanum: Ex decreto Sacrosancti Œcumenici Concilii Vaticani II instauratum auctoritate Pauli PP. VI promulgatum. Editio typica — Civitas Vaticana: Typis Polyglottis Vaticanis, 1969. — გვ. 30.
  6. ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  7. 1 2 3 https://encyklopedia.pwn.pl/haslo/Franciszek-z-Asyzu;3902465.html
  8. 1 2 3 4 5 Národní autority České republiky
  9. ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118534963 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  10. 1 2 Bibliothèque nationale de France Record #11903378b // BnF catalogue général — Paris: BnF.
  11. 1 2 CONOR.SI