ადრიანო ჩელენტანო
ადრიანო ჩელენტანო | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 6 იანვარი, 1938 |
დაბ. ადგილი | მილანი[1] |
წარმოშობა | მილანი, იტალია |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-მუსიკა, როკ-მუსიკა |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მსახიობი, კინორეჟისორი, სატელევიზიო წამყვანი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა |
აქტიური | 1957–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Clan Celentano |
ასოციაციები | I Ribelli, მინა |
ჯილდოები | David di Donatello for Best Actor, Nastro d'Argento for Best Score და სან-რემოს ფესტივალი |
ხელმოწერა |
![]() |
საიტი | www.clancelentano.it |
ადრიანო ჩელენტანო ვიკისაწყობში |
ადრიანო ჩელენტანო (იტალ. Adriano Celentano, დ. 6 იანვარი, 1938) — იტალიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, კომიკოსი, მსახიობი, კინორეჟისორი და საზეიმო ცერემონიების წამყვანი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩელენტანო დაიბადა ქ. მილანში, ქუჩაზე 14 Via Gluck (რომელსაც ასევე მიუძღვნა სიმღერა "Il ragazzo della via Gluck"). მისი მშობლები წარმოშობით ფოჯადან იყვნენ. მათ იტალიის ჩრდილოეთით გადასახლება გადაწყვიტეს, სამუშაოს გამო.
ცნობილი ვარაუდის თანახმად, მომღერლის კარიერამდე ჩელენტანო ეცნობოდა სასცენო ცხოვრებას ევროპული როკის პიონერის, გიგო აგოსტის საზოგადოებაში.
ჩელენტანო ელვის პრესლისა და 1950-იანი წლების როკ-რევოლუციის გავლენის ქვეშ მოექცა. 40 წლის მანძილზე იგი მშობლიურ ქვეყანაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, რასაც ასევე ხელს უწყობდა კომედიურ ფილმებში როლების განსახიერება. მაყურებელმა შეიყვარა მისი სახის გამომეტყველებები და ქცევები.
ადრიანოს მეუღლეა კლაუდია მორი. მათ ჰყავთ სამი შვილი - როზიტა, ჯაკომო და როზალინდა ჩელენტანო, რომელმაც მელ გიბსონის ფილმში „ქრისტეს ვნებანი“ სატანის როლი შეასრულა.
ჩელენტანოს დისკოგრაფია 40 ალბომს მოიცავს. მათ შორის არის 29 სტუდიური, სამი ცოცხალი და რვა კომპილაციური დისკი. მომღერლის ყველაზე ცნობილი სიმღერებია "La coppia piu' bella del mondo", რომელიც მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა; Azzurro" (1968), პაოლო კონტეს ტექსტით; და "Prisencolinensinainciusol" (1972).
ჩელენტანო ნახსენებია ჯგუფის Ian Dury and the Blockheads 1979 წლის სიმღერაში "Reasons to be Cheerful, Part 3" და ფედერიკო ფელინის 1986 წლის ფილმში ჯინჯერი და ფრედი.
2005 წლიდან ადრიანო ვეგეტარიანულ ცხოვრებას მიჰყვება და იცავს ცხოველთა უფლებებს.[2]
დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სტუდიური ალბომები
- 1960: Adriano Celentano - ჯულიო ლიბანოსა და მის ორკესტრთან ერთად - Jolly LPJ 5008
- 1960: Furore - Jolly LPJ 5017
- 1962: Peppermint Twist - Jolly LPJ 5021
- 1963: A New Orleans - Jolly LPJ 5025
- 1965: Non mi dir - Clan, ACC 40002
- 1966: La festa - Clan, ACC 40006
- 1966: Il ragazzo della via Gluck - Clan, ACC 40007
- 1968: Azzurro - Clan, ACC 40011
- 1968: Adriano rock - Clan, BF 501
- 1969: Le robe che ha detto Adriano - Clan, BF 502
- 1969: Pioggia di successi
- 1970: Il forestiero - Clan, BFM 700
- 1971: Er più (Storia d'amore e di coltello) - Clan, BFM 602
- 1972: I mali del secolo - Clan, BFM 701
- 1973: La storia di uno... Adriano Celentano
- 1973: Nostalrock - Clan, CLN 65764
- 1975: Yuppi du - Clan, CLN 69120
- 1976: Svalutation - Clan, CLN 86013
- 1977: Disco dance - Clan, CLN 86026
- 1977: Tecadisk - Clan, CLN 86033
- 1978: Ti avrò - Clan, CLN 20053
- 1978: Geppo il folle - Clan, CLN 20099
- 1979: Il concerto di Adriano - Clan, CLN 22203
- 1979: Soli - Clan, CLN 20150
- 1980: Un po' artista un po' no - Clan, CLN 20201
- 1980: Tu non mi lascerai
- 1981: Deus - Clan, CLN 20257
- 1982: Uh... uh... - Clan, CLN 20324
- 1982: Storia d'amore
- 1983: Atmosfera - Clan, CLN 20380
- 1984: I miei americani - Clan, CLN 20445
- 1985: Joan Lui - Clan, CLN 20485
- 1986: I miei americani 2 - Clan, CLN 20545
- 1987: La pubblica ottusità - Clan, CLN 20699
- 1991: Il re degli ignoranti - Clan, 9031 74439-1
- 1994: Quel punto - Clan, 4509 97319-1
- 1996: Arrivano gli uomini - Clan, CLCD 74321 381192
- 1998: Mina Celentano - Clan/PDU, 90011 (მინა და ადრიანო ჩელენტანო)
- 1999: Io non so parlar d'amore - Clan, CLN 13641
- 2000: Esco di rado e parlo ancora meno - Clan, CLN 20482
- 2002: Per sempre - Clan, CLN 20511
- 2004: C'è sempre un motivo - Clan, CLN 20551
- 2005: C'è sempre un motivo + L'Indiano - Clan, CLN 20551
- 2007: Dormi amore, la situazione non è buona - Clan, CLN 2058
- 2011: Facciamo finta che sia vero - Clan, CLN 2098
- 2012: Adriano Live - Universal Music\Clan Celentano
- კრებულები
- 1969: Pioggia di successi - Clan, BF LP 506
- 1970: Adriano hits - Clan, BF LP 600
- 1973: La storia di uno...Adriano Celentano - Clan, CLN 68215
- 1975: Il meglio di Adriano Celentano - Clan, CLN 69133
- 1978: Celentanando - Clan, 1978 CGD / CLAN
- 1979: Antologia ('57-'80) - Clan, CLN 22504
- 1980: Il tempo se ne va compilation musica
- 1982: Il cinema di Adriano - Clan, CLN 25037
- 1983: Le volte che Adriano è stato primo - CLN 20391
- 1988: Antologia '57-'87 (6 discs) - Clan, CLN 77002
- 1992: Superbest - Clan, 4509 91216-1
- 1995: Alla corte del ReMix - Clan, CLCD 74321 331042
- 1997: Le origini di Adriano Celentano vol.1 - RTI Music, 11611
- 1997: Und immer Azzurro - Seine 20 größten Erfolge 1962-1997 - Clan, CD 74314905623
- 1999: Le origini di Adriano Celentano vol.2 - Clan, 496155
- 2000: Questa è la storia di uno di noi
- 2001: Il cuore, la voce - Clan, CLN 20501
- 2003: Le volte che Celentano è stato 1 - Clan, CLN 20521
- 2003: TRE
- 2005: Una stella in mezzo al ciel
- 2006: Le più belle canzoni di Adriano Celentano
- 2006: Unicamente Celentano - Clan, CLN 20571
- 2008: L'animale - Clan
- 2010: Il ribelle rock! - Sony Music
- 2010: Il meglio di Adriano Celentano - NAR International
- 2010: Antologia Italian Style - Venus Distribuzione
კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-12-18 საიტზე Wayback Machine.
- Adriano Celentano — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- დისკოგრაფიის მიმოხილვა დაარქივებული 2007-04-20 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) (რუსული) რუსულენოვანი გვერდი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #119122200 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Adriano Celentano. ციტირების თარიღი: May 19, 2009.