შინაარსზე გადასვლა

მომხმარებლის განხილვა:ჯეო/არქივი 5

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ პირად გვერდზე!!!
დიდება ყოველივე ქართულს. (ერთგული ჯარისკაცი!!!)




სტატიები წლებზე

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ასე შორეულ წლებზე სტატიებს არ ვაკეთებთ. — Mikheil მიწერა 17:16, 13 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@MIKHEIL: გავითვალისწინებ--ჯეო4WIKI განხილვაწვლილი 19:27, 26 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მთავარი ბიჭები — წყაროა გასასწორებელი. ვანიკო თარხნიშვილი — აქ მისათითებელი. გიო ოქრო 07:47, 16 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: გაკეთდა--მიშუტკა განხილვაწვლილი 07:51, 16 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
Brasileirinhas — ალექსას წყარო უნდა, ოფიციალური საიტზე მსახიობების მოძიება ალბათ შეიძლება, თუმცა მაგასაც წყარო უნდა. --გიო ოქრო 11:43, 27 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

[წყაროს რედაქტირება]

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — წყაროებს რატომ არ უთითებ ხოლმე? გიო ოქრო 16:02, 23 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

Hello ჯეო/არქივი 5,

Really sorry for the inconvenience. This is a gentle note to request that you check your email. We sent you a message titled "The Community Insights survey is coming!". If you have questions, email surveys@wikimedia.org.

You can see my explanation here.

MediaWiki message delivery განხილვაწვლილი 18:52, 25 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სპეციალური:Diff/3960475 — ადრეც მოგწერე, რეზიუმეში ასეთი განცხადებებისაგან თავი შეიკავე. გიო ოქრო 19:27, 26 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია — წყარო? თუ სხვა სტატიიდან გადმოიტანე? :) გიო ოქრო 17:10, 30 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: ამ სტატიისთვის შესაფერისი ტექსტი იყო და რა მექნა :)--ჯეო4WIKI განხილვაწვლილი 17:16, 30 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
რაიმეს ისეც დავამატებ, „შპარგალკის“ გარეშე :)--ჯეო4WIKI განხილვაწვლილი 17:16, 30 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მერე წყაროებს რას უშვრები ხოლმე? სანდო მომხმარებელი ხარ, არ დაგავიწყდეს :) მიუთითე ან ამოიღე. გიო ოქრო 17:17, 30 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: მივუთითებ ხოლმე ამის მერე ყველაფერს, ონლაინ გაკვეთილების ფონზე რთულია ცოტა :) მივხედავ--ჯეო4WIKI განხილვაწვლილი 17:18, 30 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

პარტიული სიის ნომრები

[წყაროს რედაქტირება]

პარტიული სიის ნომრები საჭიროა? გახდებიან პარლამენტრები და მიეთითება რომელი პარტიიდან შევიდა. მგონი ზედმეტია ეგ. გიო ოქრო 17:56, 1 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მაგ., დეკანოიძეზე და ჭანკოტაძეზე დატოვება შეიძლება, რადგან ერთი მაჟორიტარობიდან მოიხსნა და საჭიროა ეგ ინფო, ხოლო მეორე მაჟორიტარია და პარალელურად სიაში. გიო ოქრო 17:57, 1 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: ჯერჯერობით იყოს და რომ შევლენ ჩავასწოროთ, ახლა საჭიროა მგონი ეს ინფორმაცია--ჯეო4WIKI განხილვაწვლილი 18:01, 1 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ოკ. გიო ოქრო 18:03, 1 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ბიძინა კულუმბეგოვი

[წყაროს რედაქტირება]

ბიძინა კულუმბეგოვი — ქართველი ექიმები რატომ წაშალე?--ცანგალა 19:19, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ენის თარგები

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ასეთ თარგებს {{lang-ro| ნუ ანაცვლებ სიტყვიერი შემოკლებებით. როგორც წესი, პირიქით ვაკეთებთ. — Mikheil მიწერა 20:11, 9 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჯეოს სიცოცხლე. აბა ერთხელ კიდევ გულდასმით გადაიკითხე სტატია, (წეღან რაღაცებს ვასწორებდი და რედაქტირების კონფლიქტში გამხვიე :)) და მერე განვიხილოთ ხმის მიცემა. Gobrona განხილვაწვლილი 10:20, 14 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Gobrona: ბოდიში :) მთავარია ხო არ დაგეკარგა მასალა?--ჯეო4WIKI განხილვაწვლილი 10:25, 14 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
კი, დამეკარგა 😀, ნუ რაღაცები მაინც ჩავასწორე მერე. მოკლედ, წაიკითხე კიდევ ერთხელ, კაი სტატია გამოგივიდა და წესით რჩეულობასაც გამოკრავს ხელს. Gobrona განხილვაწვლილი 10:26, 14 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Gobrona: აუ ბოდიში :(, მადლობა სტატიის შეფასებისთვის <3--ჯეო4WIKI განხილვაწვლილი 10:28, 14 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

პოლიტიკოსები

[წყაროს რედაქტირება]

შალვა შავგულიძე და ზურაბ ჟვანია ცვლილებები რატომ გააუქმე? სტატიებში რჩება მხოლოდ ქვედა დონის კატეგორიები. იხ განხილვა: კახაბერ ოქრიაშვილი. გთხოვ, უკან დააბრუნე --M. განხილვაწვლილი 17:45, 15 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მაინტერესებს

[წყაროს რედაქტირება]

გარდაცვლილებს უნდა დაუმატო კატეგორია:გარდაცვლილი ადამიანები?--ცანგალა 19:03, 15 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ბორის აკუნინი — აქ კატეგორია წერია ცოცხალი ადამიანები, რომელსაც ვერ წაშლი ხელით. როდესაც გარდაიცვლება ავტომატურად წაიშლება აღნიშნული კატეგორია. მაინტერესებს შენ რომ ამატებ იმას ვინ გააკონტროლებს?--ცანგალა 18:23, 24 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
თუ საჭირო გახდა როგორც ჩავსვი ისე ამოვიღებ--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 18:25, 24 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
იმედია შენს ჩასმულსა და სტატიაში ბორის აკუნინში ჩასმულს შორის სხვაობას ხედავ? --ცანგალა 18:52, 24 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გაფრთხილებდი, რომ ხელით ჩასმა არ ვარგა, მაგრამ... --ცანგალა 06:24, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მე მეგონა კარგს საქმეს ჩადიოდი :) როგორი კარგიც ყოფილა ვნახე :)--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 06:35, 28 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გვარების დამატება

[წყაროს რედაქტირება]

როდესაც გვარების კატეგორიას ამატებ, გთხოვ, სახელებიც დაამატო. --ცანგალა 07:04, 16 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაითვალისწინე, დღეს დაგავიწყდა. გიო ოქრო 23:09, 6 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

რედაქტირების თარგი

[წყაროს რედაქტირება]

ახალ სტატიებში არასწორ თარგს იყენებ. {{subst:R‎}} ერთ-ერთი ძველი პროექტის თარგია, ხოლო თუ არ გინდა რომ სტატია ვინმემ დაარედაქტიროს {{subst:მუშავდება}} უნდა გამოიყენო--დათო1010 18:01, 18 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@David1010: დიდი ხანი არ მქონდა დამუშავების თარგი გამოყენებული და გადავეჩვიე :)--ჯეო4WIKI განხილვაწვლილი 18:03, 18 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

იხ. განხილვა:კახაბერ ოქრიაშვილი--ცანგალა 16:27, 20 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის წესი

[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში — გაეცანი.--ცანგალა 15:41, 25 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გთხოვ დაიცვა ის პოზიცია, რასაც მხარი დაუჭირე. სტატიებს უნდა მიეთითოს მხოლოდ რაც შეიძლება წვრილი, ქვედა დონის კატეგორია, რადგან ეს კატეგორიები მაინც თავს იყრის უფრო მსხვილ, ზედა დონის კატეგორიაში. მაგალითისათვის შეგიძლიათ იხილოთ ეს და ეს კატეგორია. --ცანგალა 15:43, 25 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მე მეგონა დაიხურა ეგ განხილვა--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 15:45, 25 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
კენჭისყრა დაიხურა და მიიღეს შედეგი:ხმათა უმრავლესობით, კანონის სახე მიეცა პირველ პოზიციას, ანუ, სტატიებს უნდა მიეთითოს მხოლოდ რაც შეიძლება წვრილი, ქვედა დონის კატეგორია, რადგან ეს კატეგორიები მაინც თავს იყრის უფრო მსხვილ, ზედა დონის კატეგორიაში. მაგალითისათვის შეგიძლიათ იხილოთ ეს და ეს კატეგორია. გადაწყვეტილება ვრცელდება როგორც ძველ, ისე ახალ სტატიებზე (ე. ი. შენი ხმაც უმრავლესობაშია და დაიცავი შენი ხმა)--ცანგალა 16:37, 25 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
რასაც დაუჭირე მხარი — დაიცავი. ან არ უნდა დაგეჭირა მხარი, რაც უკვე გვიან არის.--ცანგალა 18:00, 26 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჯანეტ ქერდიყოშვილი

[წყაროს რედაქტირება]

ჯანეტ ქერდიყოშვილი — რესურსები ინტერნეტის გვერდი გადაამოწმე.--ცანგალა 16:53, 30 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჯო ბაიდენი — როცა ადამიანი არედაქტირებს, უნდა აცადო, რედაქტირების კონფლიქტი რომ ავირიდოთ. გიო ოქრო 18:17, 4 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: ბოდიში, 15 წუთი რომ აღარ გამოჩნდი ვიფიქრე ჯერ არ გააგრძელებს-თქო--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 18:20, 4 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
22:11-ზე გავაკეთე რედაქტირება და რა 15 წუთი? გიო ოქრო 18:22, 4 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მე რომელიც ვნახე ბოლოს 22:00 საათზე იყო, ბოდიში--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 18:38, 4 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ხომ ხედაც რომ ვარედაქტირებ? ძალიან გთხოვ ცოტა მაცადე, რედკონფლიქტში მოვყევი ბევრჯერ უკვე. გიო ოქრო 16:44, 7 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ანუ, მერამდენედ უნდა მოგწერო არ ვიცი :) არ ვარედაქტირებ? თავიდან მომიწია ცხრილის დაფორმატება :/ გიო ოქრო 10:54, 21 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ჯეო! თქვენთან თხოვნა მაქვს ბოდიშის მოხდით თუ დრო გექნებათ შეძლებისდაგვარად, დახმარება მჭირდება მომხმარებლის განხილვის გვერდის დაარქივებასთან დაკავშირებით.--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:51, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: პირველ რიგში იმით დავიწყოთ რომ „თქვენობითი“ არ გვინდა :) მაინც 27 წლით დიდი ხართ ჩემზე :), კი ბატონო დაგეხმარებით--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 09:55, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
რაში დაგეხმაროთ მითხარით, აქ ვარ :)--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 09:56, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მადლობა წინასწარ ჯეო! რავიცი, ბევრი რამ გამიკეთებია, მაგრამ ამას ვერ მივხვდი და რა ვქნა😉. უპირველეს ყოვლისა მომხმარებლის განხილვა:Lasha-george-ში შესვლისას განთავსებულია დაფა, რომელიც თარიღებით მაქვს გაფორმებული, წლის დასაწყისიდან დასასრულამდე, მინდა რომ ასე დალაგდეს. 1-ელი არქივი ძალიან დიდია და გადანაწილება მინდოდა და ვთქვათ ამ წლის დასასრულს მასწავლე თუ როგორ უნდა დავხურო, რა უნდა ჩავსვა რომ განხილვა დაიხუროს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 10:10, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Lasha-george: პირველი არქივი ზედმეტად დიდია, მანდ არსებული ტექსტის დაშლა ორ-სამ ნაწილად შეიძლება, მაგრამ თარიღსაც გააჩნია, თარგი:closed --ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 10:34, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მომხმარებლის განხილვა:Lasha-george-შია თარიღები მითითებული. დაშლა რომ არ ვიცი სამწუხაროდ?--გოგოლაური განხილვაწვლილი 10:37, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
თუ გინდათ ასე მოვიქცეთ პირველი დიდი არქივიდან ამოვიღებ მასალებს და თარიღის მიხედვით გადაგინაწილებთ, რა პრობლემაა--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 10:44, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Lasha-george: N2 მზად არის უკვე--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 10:47, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
აუ, დიდი მადლობა ჯეო!--გოგოლაური განხილვაწვლილი 10:57, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Lasha-george: მე-4 არქივის თარიღი 2020 წლის 3 იანვრამდე უნდა ჩასწორდეს, თორემ 2020 წლის 3 იანვარი ჰაერში დარჩა :)--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 10:58, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
განხილვას თუ ეკუთვნის იყოს მაშინ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:01, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მზად არის--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 11:04, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა ჯეო. ერთი რამ მითხარი მხოლოდ, 2020 წელი რომ დავხურო, რა უნდა ჩავსვა განხილვის გვერდის დასახურად?--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:06, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
თარგი:განხილვის არქივი და თარგი:closed--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 11:08, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
უღრმესი მადლობა დახმარებისთვის. გაიხარე და წარმატებები პირად ცხოვრებაში!--გოგოლაური განხილვაწვლილი 12:45, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ეკატერინე ხერხეულიძე

[წყაროს რედაქტირება]

ეკატერინე ხერხეულიძე ნუ გავიწყდება {{DEFAULTSORT:}}.--ცანგალა 07:31, 16 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვაჟა ჩიტაშვილი იგივე პრობლემა. დაგავიწყდა.--ცანგალა 11:44, 19 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ბარონ ვაქა‎ — იგივე. გიო ოქრო 12:10, 19 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ხელმოწერა

გამარჯობა ჯეო. იქნებ დამეხმარო გავერკვიო - სტატია სავაქი-ს სქოლიოში გამოყენებულ ლიტერატურაში წითლად მიჩვენებს და ვერ მივხდი რა უნდა ჩავასწორო. 17:09, 16 ნოემბერი 2020 (UTC)

--ჯეო4WIKI

ანუ ერთ-ერთი წყარო არასწორია და მარტო <ref name> წერია--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 13:10, 16 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მოვაგვარე ))) გაიხარე... უახლოეს პერიოდში დამჭირდება შენი დახმარება - ფოტოების ატვირთვა მინდა commons.wikimedia.org-ზე, რომ შემდეგ ახალ დაწერილ სტატიებში ავტვირთო... ტვინი წაიღეს ამ საავტორო უფლებებით, ყველაფერს ვუთითებ როგორც უთითებენ წესებში - მარა მაინც ბლოკავენ, არღვევო საავტორო უფლებებს ან სხვა მიზეზით... არადა ასატვირთი ფოტოები (ცნობილი პოლიტიკოსების, მეფეების, დიქტატორების და ა.შ.) ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა საიტებზე... ეგაა ძირითადი საკითხი რომელშიც ჯერ ვერ გავერკვიე.... მერე ერთ მაგალითზე რო მიჩვენო როგორ აკეთებენ ფოტოს ატვირთვას - მადლობელი დავრჩები...
@Aryamehr: commons-თან არც მე მაქვს კარგი ურთიერთობა, დაბლოკილი ვარ მანდ, აუცილებლად შენი გადაღებული ფოტო უნდა ატვირთო, ერთი წლის წინ დამბლოკეს, 2019 წლის ივნისში და იმის მერე ვეხვეწები ბლოკის ახსნას :) მანდ ძალიან რთულია მუშაობა და შეგუება, გირჩევ ქართულ ვიკიპედიაში ატვირთო ხოლმე, გლობალურად ატვირთვას არ გირჩევ თუ შენ არ გეკუთვნის საავტორო უფლებები--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 13:29, 16 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვააჰ ბიჯოოს :დ მე როგორ უნდა გადავუღო ირანის შაჰს ან გაბალ აბდელ ნასერს ფოტო 70-იან წლებში? :დ :დ ... და ქართულ ვიკიპედიაში იგივე ფოტოები რო ავტვირთო არ დაიბლოკება? რა თქმა უნდა ყველაფრის მითითება იქნება როგორც წესი მოითხოვს...
მაგ შემთხვევაში არა, აბა ქომონსი შარია :დ ისე ხელმოწერა გააკეთე ხოლმე გირჩევ -~~~~ ეს ჩასვი ხოლმე და სულ ეგ არის, ან კიდევ ზედა მარჯვენა კუთხეშია ხელმოწერის ნიშანი--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 13:37, 16 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
კი ქართველები არიან ადმინები, ადრე იყო რამოდენიმე უცხოელი, მაგრამ ახლა ქართველები შემორჩნენ :)--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 13:43, 16 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

--Aryamehr განხილვაწვლილი 13:42, 16 ნოემბერი 2020 (UTC) ისე ვინ ამტკიცებს ფოტოებს ქართულ ვიკიპედიაში? ანუ რას ვიძახი - ქართულ ვიკიპედიაში მხოლოდ ჩვენები ადმინობენ? სხვები ვერ ერევიან?[უპასუხე]

კი ქართველები არიან, სულ 3 ადმინისტრატორია-ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 13:48, 16 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჯეო 4WIKI.

--Aryamehr განხილვაწვლილი 10:29, 17 ნოემბერი 2020 (UTC) გამარჯობა ჯეო... სტატიაში ნტარე V ვერ დავაყენე მთავარი ფოტო რუსული ვერსიიდან Нтаре V, რომელიც ასევე ჩემი დაწერილია... არ ვიცი რატო ვერ გადაიტანა ეგ ფოტო... და ის ფოტო რო ეხლა აყენია - მისი ჩასმა თვით ტექსტში მინდოდა, სადაც აღბეჭდილია ნტარე V-ს კორონაცია... ასე იცის ხოლმე რუსული ვერსიიდან ფოტოების ქართულში გადატანამ თუ რაღაც შეცდომას ვუშვებ?[უპასუხე]

@Aryamehr: თუ მარტო ერთ ვიკიპედიაში ტვირთავ სხვაში ვერ გამოიყენებ თუ იქაც თავიდან არ ატვირთე, მაშინ ქომონსზე უნდა ატვირთო, იქ კიდევ საავტორო უფლებებზე იცით ალბათ რაც ხდება--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 11:08, 17 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი:ჯეო/ეკატერინე ხერხეულიძე

[წყაროს რედაქტირება]

მომხმარებელი:ჯეო/ეკატერინე ხერხეულიძე— ყურადღებით. კატეგორიები წავშალე.--ცანგალა 06:35, 18 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: ვიცი შევამჩნიე, მაგაზე მადლობელი ვარ😍შემდეგში აღარ შემეშლება----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 06:37, 18 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სახელის გადარქმევა განხილვის შემდეგ

[წყაროს რედაქტირება]

ჯეო 4WIKI. --Aryamehr განხილვაწვლილი 23:54, 18 ნოემბერი 2020 (UTC) გამარჯობა ჯეო... ერთი თემა გავიტანე განხილვაზე რუსულ ვიკიზე - სახელის გადარქმევა ამ სტატიაში "Буддха Йодфа Чулалоке → Рама I"... საუბარია ჩაკრის დინასტიის მეფეებზე დაწყებული დამაარსებლიდან და ვინც დაწერა თავდაპირველად მათი სახელები, ერთი რამ ვერ გაითვალისწინა - ტაილანდის მეფის სახელები იწერება ტიტულით "რამა" და შემდეგ მიდის ნუმერაცია - I-დან → X-მდე... ჩაკრის დინასტიის მეფეების ნუმერაცია თავად მეფეს გადაწყვეტილება იყო, რომ არეულობა და გაურკვევლობა არ ყოფილიყო ამ დინასტიის რომელიმე მეფის ხსენებაზე... ერთი სიტყვით, განხილვაზე ადმინებმა დასტური მომცეს - თანახმა ვართო ნუმერაციით შეიცვალოსო ჩაკრის დინასტიის ყველა მეფე... ხოდა როგორ გავაკეთო ეხლა ძმურად დამაკვალიანე... როგორ შევცვალო სახელი წესების მიხედვით???[უპასუხე]

@Aryamehr: სტატიაში რომ შეხვალ, იქ ხომ არის სექციები „რედაქტირება“, „წყაროს რედაქტირება“, მაგათ გვერდით უნდა იყოს „More“, იქ იქნება გადატანა, იმას დააჭერ და იქ ახალ სახელს ჩაწერს, მერე დაადასტურებ და ეგ არის----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 05:58, 19 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

--Aryamehr განხილვაწვლილი 10:27, 19 ნოემბერი 2020 (UTC) მაინც ვერ მივხდი რა უნდა ვქნა... მიგდებს აი ამ პარამეტრებს - გადადი ლინკზე [1] ... ამ ერთს შეუცვალე ძმურად სახელი და დაარქვი - Рама I... რა მიუთითე მანდ ფანჯრებში ეგეც რო მითხრა, ... დანარჩენი მეფეების ნუმერაციას მე თვითონ შევცვლი იგივე მეთოდით... და თან უკვე მეცოდინება როგორ უნდა სახელის შეცვლა განხილვის შემდეგ...[უპასუხე]

@Aryamehr: რუსებს გადამისამართება გაუკეთებიათ, სტატიას არ შეუცვალეს სახელი----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 10:30, 19 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@ჯეო: - მათ უნდა შეეცვალათ ყველა მეფის ნუმერაცია? და როცა უკვე თანხმობაა მიღებული მე ვერ შევცვლი? მანდ რაღაცეებს მიგდებს და არასწორად რო მიუთითო მერე ვააფშე დამიბლოკავენ რიგ ფუნქციას... ერთხელ რო ვნახო როგორ აკეთებენ, მერე მეცოდინება...
@Aryamehr: მაინც გავასწორე :), რუსები ვერას მაკლებენ :)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 10:34, 19 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@ჯეო: - ვაა ჯიგაარ ))) ჯეო, სხვა სოც ქსელში რო დაგიკავშირდე? ვატყობ ერთ-ერთი "მამა" ხარ ქართული ვიკიპედიის, მეც ვაპირებ უამრავი თემების დაწერას და ვფიქრობ უფრო მოქნილი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს... თუ ისურვებ რა თქმა უნდა...
@Aryamehr: მამა ვარ-თქო რო გითხრა ცოტა მოგატყუებ დდ, შენი სოც. ქსელის (ნებისმიერის) ლინკი ჩამიგდე და დაგეკონტაქტები თუ გინდა----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 10:41, 19 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@ჯეო: - ფასებუკი იყოს, მანდ ვარ ძირითადად...
@Aryamehr: ძველი ფბ ახალი გაუქმებული მაქ, დღეს ახალს გავაკეთებ და ეგ არი :)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 10:44, 19 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

--Aryamehr განხილვაწვლილი 12:54, 19 ნოემბერი 2020 (UTC) ძველი სახელი დაუბრუნებიათ :დ ... კაროჩე რა, ეგეთი ჭია ადმინები, როგორც რუსულ ვიკიპედიას გააჩნია ჯერ არსად შემხვედრია... ყველგან უნდა შეძვრნენ, ყველაფერი უნდა გამოქექონ... იმენნა ფუნდურას ხოჭოები არიან :დ :დ ... მანდ დავუწერე რომ თავად შეუცვალონ ყველა მეფეს სახელი, მერე ტვინი რო არ ბურღონ... )))[უპასუხე]

@Aryamehr: გირჩევ ცენზურა დაიცვა, თორემ მაგაზე შეიძლება დიდხნიანი ბლოკი გაჩუქონ ადმინებმა😉 :დ----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 13:03, 19 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
იმედია რუსები ამას არ თარგმნიან :დდდ----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 13:04, 19 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
--Aryamehr განხილვაწვლილი 13:08, 19 ნოემბერი 2020 (UTC) ვიცავ ვიცავ შეძლებისდაგვარად.... )))[უპასუხე]
@Aryamehr: მარა ინგლისურ ვიქსიკონშია ერთი ადმინი ვაჰაგ პეტროსიანი, მაგაზე პროვოკატორი მეორე არ დადის, უფრთხილდი :)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 13:09, 19 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
--Aryamehr განხილვაწვლილი 13:14, 19 ნოემბერი 2020 (UTC) ინგლისურ ვერსიაში არ ვამატებ არაფერს... მხოლოდ რუსულში და ქართულში... და ჩვენთან უფრო ლიბერალური წესები მოქმედებს?... რატო ართულებენ ხოლმე ეს რუსი ადმინები ასე საქმეს? რა ზურნა უნდათ?)))[უპასუხე]
@Aryamehr: არც ჩვენები არიან ლიბერალები და შეიძლება მათი ბლოკის სამიზნეც გახდე ამის („*“) გამოც კი :)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 13:15, 19 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
--Aryamehr განხილვაწვლილი 13:19, 19 ნოემბერი 2020 (UTC) გამოვასწორე ცენზურის მიხედვით ))) არაა მათთვის საბაბი მისაცემი...[უპასუხე]

როდესაც ხედავ თარგს მუშავდება, იმ სტატიას არასდროს შეეხო - არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ თარგს აიგნორებ.--Melberg მიწერა 19:02, 21 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

პაატა კვიჟინაძე

[წყაროს რედაქტირება]

პაატა კვიჟინაძე დაბ. ადგილი თბილისი რომელი წყაროს მიხედვით დაწერე?--ცანგალა 19:20, 21 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: ქონებრივი დეკლარაცია----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 19:45, 21 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მადლობა.--ცანგალა 06:01, 22 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
პაატა კვიჟინაძე მომავალში წყარო რომ არ ვეძებოთ მიუწერე როგორც ამჟამად გავაკეთე.--ცანგალა 06:05, 22 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

საქართველოსა და სხვა ქვეყნების დროშები

[წყაროს რედაქტირება]

ფაილით ნუ სვამ ჩასვი თარგით {{დროშა|საქართველოს სსრ}}, {{დროშა|სსრკ}}, {{დროშა|საქართველო|1990}}, {{დროშა|საქართველო}}, {{დროშა|სომხეთი}}, {{დროშა|აზერბაიჯანი}} და ა. შ. და მიიღებ საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, საქართველოს დროშა საქართველო, საქართველოს დროშა საქართველო, სომხეთის დროშა სომხეთი, აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი და ა. შ. --ცანგალა განხილვა 07:41, 24 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

დაცვის უფროსი

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ჯეო, ერთხელ შენ შემოიტანე ლავრენტი ბერიას (თუ არ ვცდები) დავცის უფროსის ბიო. რა გვარი იყო?--ცანგალა/ 07:50, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: სარდიონ ნადარაია----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 08:07, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მადლობა.--ცანგალა/ 08:10, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გივი პაპავა — მსკ სრულად დაწერე. რას ნიშნავს?--ცანგალა/ 12:18, 28 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

კიბატონო----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 12:24, 28 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: ჩავასწორე. სამწუხაროდ სასწავლებელი არ აქვს მითითებული----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 12:25, 28 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:ინდოეთის კულტურა, როდესაც სტატიასთან არავითარი მონაწილეობა არ მაქვს მიღებული, მის (სტატიის) განხილვის გვერდებზე პირადად ნუ მომმართავ. --ცანგალა/ 14:18, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გავითვალისწინებ----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 17:37, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ლევან იოსელიანი

[წყაროს რედაქტირება]

ლევან იოსელიანი რატომ იყენებ თარგს ლიდერს? რაც ფეისბუქზე წერია რომელი წყარო აქვს მითითებული?--ცანგალა/ 17:50, 3 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატიას სანდო წყარო სჭირდება, ფეისბუკი სანდო წყარო არაა. ვერ დაგაძალებ მაგრამ მთავარ გვერდზე გატანილი სტატია სამ წინადადებაზე მეტს იმსახურებს. --Wiki - ჯაბა 14:48, 9 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Jaba1977: გაკეთდა----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 20:06, 13 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

შეტანილ ინფორმაციას წყარო სჭირდება. --Wiki - ჯაბა 19:54, 13 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Jaba1977: გაკეთდა----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 20:06, 13 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Xarvezi.png-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.

ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. Melberg მიწერა 12:17, 11 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

@Melberg: ეგ სურათი მთავარი გვერდის განხილვისთვის გადავიღე და მხოლოდ მან განსათავსებლად იყო საჭირო, მაგრამ კარგით მივუთითებ სურათის წარმომავლობას----ჯეო2007განხილვაწვლილი 12:40, 11 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
თავისუფალი ფაილი არ არის. ვიკიპედიის ინტერფეისის სქრინშოტები ვრცელება კონკრეტული ლიცენზიით. თუ ერთჯერადი გამოყენების იყო და თავისი ამოცანა შეასრულა, წასაშლელია.--Melberg მიწერა 13:19, 11 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

მშრომელი კაცის ვიკიორდენი

[წყაროს რედაქტირება]
მშრომელი კაცის ვიკიორდენი
ვაკვირდები შენს მუშაობს ვიკიპედიაში და მიხარია რომ დიდი წვლილი შეგაქვს პროექტის განვითარებაში. ცხადია არის ხოლმე გარკვეული ხარვეზები, მაგრამ აქ ყველამ ასე დავიწყეთ მუშაობა. წარმატებებს გისურვებ. არ შეწყვიტო ქართული ვიკიპედიის და ვიკიცოდნის განვითარება! - გიორგი ჩუბინიძე

--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 22:03, 16 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

@გიორგი ჩუბინიძე: ძალიან დიდი მადლობა ორდენისთვის <3 აუცილებლად გავაგრძელებ პროგრესირებას----ჯეო2007განხილვაწვლილი 14:17, 17 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

მე შემთხვევით შევქმენი გვერდი, რომელიც უკვე არსებობს

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა,

მე შემთხვევით შევქმენი ეს გვერდი (https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C_%E2%80%93_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A1_%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90), როდესაც სინამდვილეში ამ თემის გვერდი უკვე არსებობს (https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90). გთხოვთ, წაშალოთ ჩემი შექმნილი გვერდი და შემიძლია უკვე არსებულ გვერდზე მუშაობა.

Გმადლობთ,

@Pugswin2: სალამი, სამწუხაროდ მე ვერ წავშლი გვერდს რადგან არ ვარ ადმინისტრატორი, უნდა მიმართოთ რომელიმე ადმინისტრატორს (@David1010:, @MIKHEIL:, @Otogi:)----ჯეო2007განხილვაწვლილი 16:46, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
შემიძლია თქვენი ნამუშევარი თქვენს სავარჯიშოზე გადავიტანო და იქ გააგრძელოთ მუშაობა, იქ არავინ შეგიშლით ხელს რედაქტირებაში და არავინ არაფერს წაგიშლით. როცა მასალა მზად იქნება შეგიძლიათ სტატიაში გადაიტანოთ----ჯეო2007განხილვაწვლილი 16:48, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

კარგი, გმადლობთ, მათ შეტყობინებას გავუგზავნი. --Pugswin2 განხილვაწვლილი 17:00, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Harold & Kumar Go to White Castle.JPG-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.

ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. — Melberg მიწერა 18:22, 8 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

ეს ცვლილება რომ გააუქმე რამე ვანდალიზმის შემთხვევა იყო? თუ რამე არასწორად გააკეთა მომხმარებელმა? როდიდან გახდა ვიკიფიცირება გასაუქმებელი ვიკიპედიაში?--Wiki - ჯაბა 05:09, 12 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

უცნაური რამე დამემართა (ზოგჯერ ასეც ხდება) მეგონა იმ მომხმარებელს მივწერე. გადავიტან მთლიანად ამ განხილვას მის განხილვაში. :) --Wiki - ჯაბა 05:47, 12 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Jaba1977: არაუშავს, ხდება ხოლმე :)----ჯეო2007განხილვაწვლილი 05:52, 12 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

სტატია ნარუტო უძუმაკი

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, მაინტერესებს ეს კონკრეტული სტატია რატომ არ იშლება, როცა არასწორად წერია პერსონაჟის გვარი?

@Gibts: სამწუხაროდ ძირითადად მოზარდებში და ანიმეების ფანებში სახლი არასწორი ფორმითაა გავრცელებული, სინამდვილეში სწორი ფორმაა „უძუმაკი“, მაგრამ შეგიძლიათ სტატიის განხილვის გვერდზე დაწეროთ თქვენი მოსაზრება სტატიის სახელის შესახებ და სხვებიც განიხილავენ----ჯეო2007განხილვაწვლილი 16:46, 19 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! მადლობა თქვენი რედაქტირებებისთვის, თუმცა ეს სტატიები საკონკურსოა და შემდეგ რაიმე პრობლემა რომ არ შეიქმნას უმჯობესი იქნება თუ აღარ შეიტანთ ცვლილებებს. --Nia Cheგანხილვაწვლილი. 07:00, 20 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

სკანდალური განცხადება

[წყაროს რედაქტირება]
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

დარწმუნებული ხარ რომ ეს სკანდალური განცხადებაა და ვიკიპედიაზე დასაწერია? - ,,2021 წლის 21 იანვარს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა: „კონსტიტუციაში ასახულია კანონის წინაშე თანასწორობა, განურჩევლად სექსისა“.მეტი სერიოზულობა გვმართებს რედაქტირებისას.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:34, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

მსგავსი, დაუფიქრებელი ცვლილების შემოტანისთანავე დამიჯერე ადმინისტრატორებს მივმართავ ბლოკის მოთხოვნით. ვიკიპედია ნუ გერევა პირად ბლოგში ან ყვითელ პრესაში. მიიღე ბოლო გაფრთხილებად.--Wiki - ჯაბა 17:50, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
აქვე: ეს არის ვიკიპედიის სკმაოდ მკაცრი მიდგომა ცოცხალი ადამიანების ბიოგრაფიებისადმი. ჯობია, გაეცნო.--— Melberg მიწერა 17:53, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
კარგი, გასაგებია :). არ ვაპირებ ამასთან დაკავშირებით დისკუსიის რაიმე ფორმით გაგრძელებას :)----ჯეო2007განხილვაწვლილი 18:47, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]