შინაარსზე გადასვლა

დახმარება:განხილვის გვერდის დაარქივება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალხმობა:
ვპ:არქივი

პერიოდულად, როდესაც განხილვის გვერდი ივსება მოძველებული თემებით, საჭირო ხდება მისი დაარქივება. დაარქივება დაშვებულია მაშინ როდესაც ტევადობა აღემატება 50 კილობაიტს ან შეიცავს მინიმუმ 10-ზე მეტ თემას. თუმცა ამ ოპერაციის განხორციელებისას გაითვალისწინეთ რომ არ უნდა დაარქივდეს თემები, რომლებიც ჯერ კიდევ აქტუალურია და განიხილება.

დაარქივებისას უნდა გამოიყენოთ ქვეგვერდი, მაგალითად:

...და ასე შემდეგ. არსებობს დაარქივების ორი გზა: Cut და Paste ღილაკების გამოყენება; ან პირდაპირი გადატანის ღილაკით. რეკომენდებულია პირველი, ვინაიდან ამ შემთხვევაში მთავარი განხილვის გვერდი ისტორიას იტოვებს.

მთავარ განხილვის გვერდზე უნდა განთავსდეს ინფორმაცია არქივის არსებობის შესახებ. სასურველია ასევე მიეთითოს თარიღები, რომელთა შორისაც არსებული განხილვები დაარქივდა. ამისათვის გამოიყენეთ {{არქივის დაფა}}.