გივი პაპავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გივი პაპავა
დაბადების თარიღი 3 დეკემბერი, 1994 (1994-12-03) (28 წლის)
ეროვნება ქართველი
პროფესია მსახიობი
მეუღლე(ები) ნანა ნიკოლავა
შვილ(ებ)ი გაბრიელი

გივი პაპავა (დ. 3 დეკემბერი, 1994 [1]) — ქართველი მსახიობი. ბავშვობიდან იყო ხონის თეატრის მსახიობი. დამთავრებული აქვს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი. [2] მონაწილეობდა „მხიარულთა და საზრიანთა კლუბში“. თამაშობდა გუნდ „იშვიათ იმერლებში“. [3] ამჟამად არის „კომედი შოუს“ მსახიობი. ჰყავს მეუღლე ნანა ნიკოლავა და ერთი შვილი. [4] 2015 წელს იუმორისტ თემო ნიქაბაძესთან ერთად დაიწყო იუმორისტული ვიდეობის ატვრითვა სოციალურ ქსელში, Facebook გვერდ „კაკოვიჩზე“ რამაც მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. [5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]