შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ვაშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ვაშაძე
დაბადების სახელი მიხეილ ვაშაძე
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1908
ჭიათურა
გარდაცვალების თარიღი 30 ივნისი, 1996 (87 წლის)
თბილისი
საქმიანობა თეატრის მსახიობი, კინომსახიობი
აქტიური 1923-1993

მიხეილ ვაშაძე (დ. 14 დეკემბერი, 1908, ჭიათურა — გ. 30 ივნისი, 1996, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1965).

მიხეილ ვაშაძე დაიბადა 1908 წელს ქალაქ ჭიათურაში. 1923 წლიდან 2010 წლამდე მოღვაწეობდა აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატულ თეატრში. 1965 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება. მსახიობი 2007 წელს გახდა ჭიათურის საპატიო მოქალაქე. სპექტაკლში „ყვარყვარე თუთაბერი“, მიხეილ ვაშაძე სცენური სახის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლებოდა.

მის მიერ შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია — ოთარ ბეგი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ჯიბო (შ. დადიანის „გუშინდელნი“), ყვარყვარე, ხარიტონი (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, „კოლმეურნის ქორწინება“), დარისპანი (დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“), არსენა (ს. შანშიაშვილის „არსენა“), დურმიშხანი (დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“), სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის „სამშობლო“), ქვაბულიძე (აკ. წერეთლის „პატარა კახი“), არჩილ გოლეთიანი (ვ. პატარაიას „სანაპიროზე“), ერასტი (კ. ბუაჩიძის „ფაქიზი განცდები“), ბექა (გ. შატბერაშვილის „რკინის პერანგი“), არჩილ დარბაისელი (ნ. ანანიაშვილის „მესხეთის მიწაზე“), ანდრიას ელიზბსონი (შირვანზადეს „პატიოსნებისათვის“), ესტევანი (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“), პეტრუჩიო (უ. შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“), ფედერიკო (კალდერონის „თავის თავის დარაჯი“), ნარიმან თარალაშვილი (გ. ქელბაქიანის „ჩვენი პირადი საქმე“), კარპიოზი, აპრაკუნე (ი. ვაკელის „რვალი“ და „აპრაკუნე“), ევგრაფი, ასკალონი (ქ. კანდელაკის „სარეველა“, „ერთხელ დახოცილები“), ლენსკი (ს. მიხალკოვის „კიბეები“), ვაგანოვი (კ. სიმონოვის „ამბავი ერთი სიყვარულისა“) და სხვ.

მიხეილს ვაშაძე აქტიურად მოღვაწეობდა კინოშიც. მას შესრულებული აქვს 48 კინოროლი.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]