ჭიათურის დრამატული თეატრი

ჭიათურის დრამატული თეატრი − აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი ქალაქ ჭიათურაში. თეატრის ცენტრალური დარბაზი გათვლილია 600 მაყურებელზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დრამატული თეატრი - 1894 წლის 11 დეკემბერს დაარსდა, ხოლო 1910 წლიდან მას მუდმივმოქმედი დასი ჰყავს. მე-20 საუკუნის 20-30 წლები თეატრის ოქროს ხანად მიიჩნევა. ამ წლებში თეატრმა დადგა: შექსპირის, მოლიერის, ლოპე დე ვეგას დავით კლდიაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის და სხვათა პიესები. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“ ქართული თაეატრის ისტორიაში ამ პიესის ერთ-ერთ საუკეთესო განხორციელებად ითვლება, ხოლო მასში მთავარი როლის შემსრულებელი, საქართველოს სახალხო არტისტი მიხეილ ვაშაძე ამ სცენური სახის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად. თეატრმა 1949 წელს ბინა ახალ შენობაში დაიდო და მას აკაკი წერეთელის სახელი მიენიჭა.[1]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ჭიათურის თეატრი განსაკუთრებული შემოქმედებითი წარმატებებით გამოირჩეოდა. მან ორჯერ გაიმარჯვა საკავშირო ფესტივალზე, ხოლო უნგრული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა.
თეატრში მოღვაწეობდნენ:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრიგოლ ტყაბლაძე — თეატრისა და კინოს მსახიობი
- თამარ აბაშიძე - თეატრისა და კინოს მსახიობი
- ალექსანდრე წუწუნავა - რეჟისორი, სცენარისტი, თეატრის მსახიობი
- შოთა ცუცქირიძე - მსახიობი, რეჟისორი , თეატრმცოდნე
- მიხეილ ვაშაძე - თეატრისა და კინოს მსახიობი
- არჩილ გომიაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი
- ნოდარ ჩაჩანიძე - თეატრისა და კინოს მსახიობი
- ამირან ნასყიდაშვილი - თეტრის და კინოს მსახიობი
თეატრის ყოფილი მმართველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეატრის დღევანდელი მმართველია ნანა წერეთელი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 394.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჭიათურის დრამატული თეატრი დაარქივებული 2024-05-02 საიტზე Wayback Machine.
- პრემიერა, „ირინეს ბედნიერება"
- 117-ე სეზონი