სომხეთის არქიტექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სომხეთის არქიტექტურას მდიდარი ტრადიციები აქვს. მაღალი სამშენებლო კულტურით გამოირჩევს ურარტუს სამეფოს მრავალი საერო და საკულტო ნაგებობა (ძვ. წ. IX—VI საუკუნეები). ელინიზმის ხანის შესანიშნავი ძეგლიაგარნისის წარმართული ტაძარი (ახ. წ. I საუკუნე). XXI საუკუნემდე შემოინახა გეგმით სწორკუთხა, ხის გვირგვინით დასრულებული უძველესი ხალხური საცხოვრებელი — „გლხატუნი“.

ფეოდალური ურთიერთობის განვითარებასა და გაქრისტიანებას სომხეთში დიდი საერო და საეკლესიო აღმშენებლობა მოჰყვა: შენდება ციხე-დარბაზები, სასახლეები (დვინი, ზვართნოცი), ტაძრები და ეკლესიები. შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა: ერერუიქის ტაძარი (V ს.), ეჩმიაძინის კათედრალი (V ს.), რიფსიმესა და გაიანეს ტაძრები ეჩმიაძნშივე (VII ან IX სს.), ზვართნოცის (VII ს.), ოძუნის (VI ს.), ტათევის (IX ს), აღთამარის (X ს.) ტაძრები; სამონასტრო კომპლექსები სანაინში, ახპატში (X-XII ს), გეღარდში (XIII საუკუნე) და ასე შემდეგ. მრავალი ციხესიმაგრე, ტაძარი და სასწავლებლის შენობა აიგო კილიკიის სომეხთა სახელმწიფოშიც. სომხეთის ფარგლებში მდებარეობს XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების საყურადღემო ნიმუშებიც — ახტალის, ქობაირის, აქორის ეკლესიები და სხვა. XIV საუკუნის შუა ხანებიდან მონღოლ-თათართა შემოსევებისა და სომხეთის თურქებისა და სპარსელების მიერ დაპყრობის შემდეგ მონუმენტური მშენებლობა თითქმის შეწყდა. აღმოსავლეთ სომხეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ ქალაქებში აგებდნენ საცხოვრებელ სახლებს. 1924 წელს არქიტექტორმა ა. თამანიანმა შეიმუშავა ერევნის განაშენიანების პირველი გენერალური გეგმა, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო დედაქალაქის ყველა მომდევნო გეგმას. მან დააგეგმარა ერევნის მნიშვნელოვანი საზოიოგადოებრივი ნაგებობები (მთავრობის სახლი, ოპერისა და ბალეტის თეატრი, პოლიტექნიკუმი და ზოოვეტერინალური ინსტიტუტები და სხვა), რომელთაც განსაზღვრეს საქალაქო ანსამბლის სახე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]