ტახტზე ავიდა 1251 წელს, ბათო-ყაენის მხარდაჭერით. მუნქე ცდილობდა მმართველობის ცენტრალური აპარატის განმტკიცებას, ვაჭრობისა და ხელოსნობის მოწესრიგებას, დამპყრობლურ ლაშქრობათა გაგრძელებას. 1250-იან წლებში, მუნქეს დახმარებით მისმა ძმამ, ჰულაგუმ დაასრულა ირანის, ერაყისა და სირიის დაპყრობა, ასევე აბასიანთა 500 წლიანი ბატონობა ბაღდადში. მონღოლებმა 1259 წელს დაიწყეს სამხრეთ ჩინეთის სახელმწიფოს, სუნის დინასტიის დამორჩილება. გარდაიცვალა ჩინეთში ლაშქრობის დროს. მის გარდაცვალებას მალევე მოჰყვა მისი ძმებს შორის დაპირისპირება, რომელიც ტოლუიდთა ომის სახელითაა ცნობილი.