რატუშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქალაქო საბჭოს შენობა. ქალაქი ბერდაუ. საქსონია. გერმანია

რატუშა (გერმანული „Rathaus“ — სიტყვასიტყვით «საბჭოს სახლი») – საქალაქო საბჭოს შენობა შუა საუკუნეების ევროპაში. სახელწოდება „რატუშა“ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში მიღებული დასახელებაა. შენობა წარმოადგენს გოთური ატქიტექტურული სტილის ულამაზეს ნაგებობას, რომელიც განთავსებული იყო ძველი ქალაქის მთავარ მოედანზე, ცენტრში. ნაგებობისათვის დამახასიათებელია ტანწერწეტა, ზეცისკენ მისწრაფებული საზეიმო ხასიათის წაისრული ფორმები, ახალი კონსტრუქციები (არკბუტანი, კონტრფორსი, ნერვიურიანი კამარა და სხვა), ვიტრაჟები, ქანდაკების, არქიტექტურისა და ფერწერის ღრმა სინთეზი. ხშირად რატუშასათვის დამახასიათებელი დეტალია საათი ან ზარები.

თავდაპირველი რატუშები გაჩნდა გერმანიის სავაჭრო ქალაქებში, მოგვიანებით გადაიღეს შენობის ფორმა სხვა ქვეყნებმაც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: რატუშა