სლოვენიის სოციალისტური რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სლოვენიის სოციალისტური რესპუბლიკა
Socialistična republika Slovenija

სოციალისტური რესპუბლიკა

 

 

19431991
დროშა გერბი
დედაქალაქი ლიუბლიანა
ენა სლოვენური
ფართობი 20 246 კმ²
მოსახლეობა 1 913 355
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა

სლოვენიის სოციალისტური რესპუბლიკა (სლოვენ. Socialistična republika Slovenija) — იუგოსლავიის 6 რესპუბლიკიდან ერთ-ერთი სოციალისტური რესპუბლიკა. 1963 წლამდე ეწოდებოდა სლოვენიის სახალხო რესპუბლიკა (Ljudska republika Slovenija). ამჟამად - სლოვენიის რეპუბლიკა.

დასავლეთით ესაზღვრებოდა იტალია, ჩრდილოეთით - ავსტრია, აღმოსავლეთით – უნგრეთი და სამხრეთით ხორვატიის სოციალისტური რესპუბლიკა. აქვს გასასვლელი ადრიატიკის ზღვაზე.

პოლიტიკური სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლოვენიის სოციალისტური რესპუბლიკა გაერთიანებული იყო იუგოსლავიის შემადგენლობაში. ბოლო მოქმედი კონსტიტუცია მიიღეს 1974 წელს. საკანონმდებლო ორგანო იყო – სკუპშჩინა (1963 წლამდე სახალხო სკუპშჩინა).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს იუგოსლავიის ოკუპაციის შემდეგ სლოვენია გაინაწილეს გერმანიამ, უნგრეთმა და იტალიამ. სლოვენები საკონცენტრაციო ბანაკებში გაამწესეს სხვადასხვა სამუშაოზე ან გადაასახლეს ხორვატიასა და სერბეთში. ომის შემდეგ სლოვენია გახდა იუგოსლავიის რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]