დრაგან ჯაიჩი
![]() დრაგან ჯაიჩი, 1970 წელი | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 30 მაისი, 1946 | ||
დაბადების ადგილი | უბი, იუგოსლავიის სფრ | ||
სიმაღლე | 177 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1961–1963 | „ცრვენა ზვეზდა“ | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1963–1975 | „ცრვენა ზვეზდა“ | 590 | (365) |
1975–1977 | „ბასტია“ | 56 | (31) |
1977–1978 | „ცრვენა ზვეზდა“ | 25 | (5) |
ეროვნული ნაკრები | |||
1964–1978 | იუგოსლავია | 85 | (23) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დრაგან ჯაიჩი (სერბ. Драган Џајић; დ. 30 მაისი, 1946) — სერბი ფეხბურთელი. თამაშობდა იუგოსლავიის ეროვნულ ნაკრებში, ასევე საფეხბურთო კლუბებში: „ცრვენა ზვეზდა“ და „ბასტია“. მიიჩნევა იუგოსლავიის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯაიჩმა კარიერის უმეტესი ნაწილი „ცრვენა ზვეზდაში“ გაატარა, სადაც ის გუნდის მთავარი ვარსკვლავი იყო. ითვლებოდა სერბული ფეხბურთის „ოქროს ეპოქის“ ლიდერად. საერთო ჯამში „ცრვენა ზვეზდას“ მაისურით 391 მატჩში ითამაშა და 113 გოლი გაიტანა. მისი მონაწილეობით კლუბმა არაერთი ეროვნული ტიტული მოიპოვა, მათ შორის ხუთჯერ იუგოსლავიის ჩემპიონატი და ოთხჯერ იუგოსლავიის თასი.
გამოირჩეოდა კარგი დრიბლინგით. ბურთის კონტროლი და ტექნიკა მას საშუალებას აძლევდა ადვილად გაევლო მეტოქეთა დაცვა. ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ფლანგიდან ჩაწოდების კუთხით, რომლის პასების შემდეგ თანაგუნდელები ხშირად აღწევდნენ შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ ის ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, ჯაიჩს შესანიშნავი დარტყმის უნარი ჰქონდა და ხშირად გაჰქონდა გადამწყვეტი გოლები.
აღიარებულია, ბალკანური ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია როგორც კლუბში, ისე ეროვნულ ნაკრებში. „ცრვენა ზვეზდას“ გულშემატკივრებისთვის ჯაიჩი ყველა დროის უდიდეს ვარსკვლავად და კლუბის ისტორიის სიმბოლოდ ითვლება.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დრაგან ჯაიჩმა ნაკრებთან ერთად 1968 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, თავად კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ცრვენა ზვეზდა“
- იუგოსლავიის პირველი ლიგა (5): 1963–64, 1967–68, 1968–69, 1969–70, 1972–73
- იუგოსლავიის თასი (4): 1963–64, 1967–68, 1969–70, 1970–71
ეროვნული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუგოსლავია
- ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი:
- მეორე ადგილი (1): იტალია 1968
- ხმელთაშუა ზღვის თამაშები (1): იზმირი 1971
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დრაგან ჯაიჩი“ ვიკისაწყობში.
- დრაგან ჯაიჩი დაარქივებული 2013-09-25 საიტზე Wayback Machine. „ცრვენა ზვეზდას“ საიტზე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Dragan Džajić. sports-reference.com
- დაბადებული 30 მაისი
- დაბადებული 1946
- სერბი ფეხბურთელები
- ცრვენა ზვეზდას ფეხბურთელები
- იუგოსლავიელი ფეხბურთელები
- ბასტიას ფეხბურთელები
- 1968 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1974 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ლიგა 1-ის ფეხბურთელები
- იუგოსლავიის პირველი ლიგის ფეხბურთელები
- 1976 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები