ჟუან VI (პორტუგალია)
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ჟუან VI)
| ჟუან VI | |
|---|---|
| João VI | |
|
| |
| პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფოს მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 20 მარტი 1816 |
| მმართ. დასასრული: | 10 მარტი 1826 |
| წინამორბედი: | მარია I |
| მემკვიდრე: | პედრუ I |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 13 მაისი 1767 |
| დაბ. ადგილი: | ლისაბონი |
| გარდ. თარიღი: | 26 მარტი, 1826 |
| გარდ. ადგილი: | ლისაბონი |
| მეუღლე: | კარლოტა ხოაკინა ესპანელი |
| შვილები: |
მარია ტერეზა, ბეირას პრინცესა ანტონიო მარია ისაბელი, ესპანეთის დედოფალი პედრუ I, ბრაზილიის იმპერატორი მარია ფრანსისკა, მონილას გრაფინია მიგელ I, პორტუგალიის მეფე იზაბელ მარია მარია ანა მარია |
| დინასტია: | ბრაგანსის დინასტია |
| მამა: | პედრუ III |
| დედა: | მარია I |
ჟუან VI (პორტ. João VI; დ. 13 მაისი, 1767, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 10 მარტი, 1826, იქვე) — პორტუგალიის მეფე 1816–1826 წლებში. ბრაგანსის დინასტიიდან. 1799–1816 წლებში რეგენტი (სახელმწიფოს ფაქტობრივად მართავდა დედის მარიამ I-ის ავადმყოფობის გამო). აბსოლუტური მონარქიის მომხრე, მაგრამ იძულებული იყო ლიბერალებსა და აბსოლუტისტებს შორის მოქნილი პოლიტიკა გაეტარებინა. 1793 წელს შეუერთდა პირველ ანტიფრანგულ კოლაიციას. ნაპოლეონ I-ის ჯარების პორტუგალიაში შეჭრის (1807) შემდეგ ბრაზილიაში წავიდა. 1821 წელს დაბრუნდა ლისაბონში. იძულებული იყო ეცნო პორტუგალიის ლიბერალური კონსტიტუცია, ხოლო 1825 წელს - ბრაზილიის დამოუკიდებლობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||||||||||||||||