თორნიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თორნიკი, თორნიკე ან თორნიკიოსი[1] (ბერძ. Τορνίκιος ან Τορνίκιος;[2] სომხ. Թոռնիկ, თორნიკ) — ქართულ[3][4]სომხური წარმომავლობის მქონე არისტოკრატიული საგვარეულო ბიზანტიის იმპერიაში. ბაგრატუნების დინასტიის ტარონის განშტოება.[5][6]

X საუკუნის შუა წლებიდან საგვარეულოს წარმომადგენლები იმპერიის პოლიტიკურ საკითხებში აქტიურად ერთვებიან, ხოლო X საუკუნის ბოლო და XI საუკუნის დასაწყისიდან იკავებენ უმაღლეს სამხედრო წოდებებს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ იმპერიის სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში. XII საუკუნეში ძირითადად პოლიტიკური თანამდებობები უკავიათ, ხოლო XIII საუკუნიდან საგვარეულო უფრო მეტად დაწინაურდა, რისი მიზეზიც სხვა გავლენიან არისტოკრატიულ ოჯახებთან, ძირითადად კი პალეოლოგოსებთან დინასტიური ქორწინებები გახდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუაბიზანტიური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპოგანემი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგვარეულოს დამაარსებლად ტარონის მთავრის ძმა, აბუ ღანიმი, იგივე აპოგანემი ითვლება, რომელმაც X საუკუნეში ბიზანტიის იმპერიის მფარველობა მიიღო და იმპერიის კარზე დაახლოებულს მალევე პროტოსპათარიოს, შემდეგ კი პატრიკიოსის ტიტულიც კი უბოძეს.[7]

თორნიკე პატრიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპოგანემის ძე, თორნიკეც პატრიკიოსის ტიტულს ატარებდა. თორნიკეს გარდაცვალების შემდეგ, მისი ცოლი და შვილი ნიკოლასი, ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ I ლაკაპენოსის (მმ. 920–944) მითითებითა კონსტანტინოპოლში დასახლდნენ, სადაც მათ იმპერიის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენის საშუალება მიეცათ.

საგვარეულოს პირველი მნიშვნელოვანი წევრები: ნიკოლას თორნიკი, პატრიციელი თორნიკეს ძე და ლეონ თორნიკი, სავარაუდოდ ასევე თორნიკეს ძე,[8] კონსტანტინე VII პორფიროგენეტის (მმ. 913–959) მხარდაჭერთა შორის ფიქსირდებიან, როდესაც ამ უკანასკნელმა 945 წელს ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.[9][10]

იოანე თორნიკი (თორნიკე ერისთავი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდეგი თორნიკი იოანე (თორნიკე ერისთავი) წამყვან როლს თამაშობდა მესოპოტამიის დუქსის, ბარდა სკლიაროსის აჯანყებაში, რომელიც იმპერატორ ბასილი II–ს (976–1025 წწ.) აუჯანყდა. იოანე ტაოს მეფის, დავით III–ის ვასალი იყო და მისი კავშირი ზემოთხსენებულ თორნიკების საგვარეულოსთან გაურკვეველია.[11] როგორც ჩანს მოგვიანებით ის ათონის მთაზე ბერად აღიკვეცა. 978 წელს ის ბასილმა მოიწვია რათა დავით ტაოელისგან სამხედრო დახმარება ეთხოვა. დიპლომატიური მისია წარმატებულად დასრულდა. 979 წელს იოანე 12 000 იბერიელ მხედრით დაბრუნდა ბიზანტიაში და გადამწყვეტი წვლილი შეიტანა აღმოსავლეთის სხოლათა დომესტიკის, ბარდა ფოკას სარდლობის ქვეშ მეამბოხეთა დამარცხებაში.[12][13] იოანე თორნიკის ნათესავები მოგვიანებით ბიზანტიის საიმპერატორო კარზე დაწინაურდნენ.

იოანე (ვარაზ-ვაჩე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერმიტაჟში შემონახულ ბეჭედში ნახსენებია სტრატეგოსი იოანე (ვარაზ–ვაჩე) თორნიკი, რომელიც იოანის, ანუ თორნიკე ერისთავის ძმის (იოანე მთაწმიდელის) სახელს ატარებდა.[14] ბიზანტიელი ისტორიკოსი, იოანე სკილიცეც ასევე ახსენებს „იბერიელ ვარაზვაჩეს“, რომელიც 1038 წლებში ედესას განაგებდა.[15]

კონტოლეონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიდევ ერთი თორნიკი, სახელად კონტოლეონი 1017 წელს იტალისი კატეპანოა.[16]

ლეონ თორნიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ გვარის ყველაზე გამოჩენილი წევრი კონსტანტინე IX მონომახის (მმ. 1042–1055) ძმისშვილი, ადრიანოპოლელი ლეონ თორნიკია, რომელიც საიმპერატორო ტახტზეც კი აცხადებდა პრეტენზიას. მიქაელ ატალიატეს თანახმად, სანამ ლეონი აჯანყდებოდა, ის მელითენეს სტრატეგოსი, ხოლო მიქაელ ფსელოსის თანახმად, რომელიც ლეონს ახასიათებს „ძლიერ, ამაყ და ამბიციურ“ პიროვნებად, ის იბერიის თემის სტრატეგოსი იყო.[17][18] უფრო მეტიც, ვარაუდობენ რომ ის ასევე დასავლეთ სხოლის დომესტიკოსიც იყო.[19] 1047 წელს, მისმა მომხრეებმა დაიკავეს ადრიანოპოლი და კონსტანტინოპოლის აღებაც სცადეს. აჯანყება წარუმატებელად დასრულდა, ლეონი დასაჯეს და იმავე წლის შობა დღეს თვალები დასთხარეს, რის შემდეგაც სავარაუდოდ მალევე გარდაიცვალა.

კოთერციზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1071 წელს კოთერციზ თორნიკი მანასკერტის ბრძოლაში უზების (ოღუზების) დანაყოფს სარდლობდა.

პეტროს თორნიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1078 წელს სტრატეგოსებს შორის დაპირისპირებაში ჩანს ვინმე პეტროს თორნიკი, რომელიც ალექსი კომნენოსს, შემდეგ იმპერატორ ნიკეფოროს III–ს (მმ. 1078–1081) მომხრეა ბასილაკეს წინააღმდეგ.[20] სავარაუდოდ ის ლეონ თორნიკის საგვარეულოდან უნდა იყოს, რადგან მისი მეტსახელი მაკედონელი ადასტურებს მის კუთვნილებას თორნიკთა საგვარეულოს ადრიანოპოლის განშტოებასთან კავშირს.

გიორგი თორნიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XII საუკუნეში თორნიკები დროებით ქრებიან იმპერიის პოლიტიკური ასპარეზიდან და საუკუნის ბოლოსკენ ისევ ჩნდებიან. ამ დროისთვის კარგად ცნობილი წევრია გიორგი თორნიკი,[21] რომელიც კონსტანტინოპოლში ფსალმუნების და სახარების მასწავლებელია. მას შემდეგი ეკლესიური თანამდებობები ეკავა: ჯერ იყო ანოტატორი საპატრიარქო სეკრეტარიატში, შემდეგ კი ეფესოს სამიტროპოლიტოში (1155). გიორგი თორნიკი აქტიური სასულიერო პირი იყო, ის მხარს უჭერდა ეკლესიების გაერთიანებას, იმ პირობით თუ კონსტანტინოპოლის უზენაისობას სცნობდნენ. ის იყო ასევე აქტიური მეცნიერი და მწერალი. მისი ნაშრომები, განსაკუთრებით კი წერილები უხვ მასალას მოიცავს მის ცხოვრებაზე და იმ პერიოდის ეფესოელ ხალხზე.[22][23]

გვიან ბიზანტიური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემეტრიოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XII საუკუნიდან თორნიკების საგვარეულოს წევრებმა დაიბრუნეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობი და აქტიურად ერთვებოდნენ ბიზანტიის პოლიტიკურ სცენაზე. საუკუნის ბოლო მესამედში დემეტრიოს თორნიკი, რომელმაც დრომის ლოგოთეტი[24] და ველუმის კრიტესის თანამდებობები მიიღო.

კონსტანტინე დემეტრიოსის ძე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემეტრიოსის ძე კონსტანტინე თორნიკი, იმპერატორი ალექსი III ანგელოსის (მმ. 1195–1203) მართველობის დროს, კონსტანტინოპოლის ეპარქი გახდა და მამის გარდაცვალების შემდეგ (სავარაუდოდ 1201 წელს) დრომის ლოგოთეტის თანამდებობა მიიღო.

ევტიმიოსი დემეტრიოსის ძე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემეტრიოსის მეორე ძე ევტიმიოსი იყო დიაკვანი, პოემების მწერალი და რიტორიკოსი.[25]

1204 წელს, კონსტანტინოპოლის ჯვაროსნების მიერ დაპყრობის შედეგად, საგვარეულო ნიკეაში (ნიკეის იმპერია) გადასახლდა.

დემეტრიოს კონსტანტინეს ძე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინეს ძე, დემეტრიოს თორნიკი თეოდორე I ლასკარისის (მმ. 1204–1222) კარზე მესაზონი იყო. მოგვიანებით ის მეგას დომესტიკოსს ანდრონიკოს პალეოლოგოსის დისშვილზე დაქორწინდა.

კონსტანტინე დემეტრიოსის ძე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემეტრიოსის ძე, კონსტანტინე თორნიკი იოანე III დუკა ვატაცეს (მმ. 1222–1254) კარზე მეგას პრიმიკერიოსის თანამდებობას იღებს, რომელიც , პალეოლოგოსებთან ნათესაური კავშირის გამო[26] თეოდორე II ლასკარისის (მმ. 1254–1258) მმართველობის დროს დაკარგა. თუმცა თანამდებობაზე აღადგინეს იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი ქალიშვილი მეგას დომესტიკოს იოანე პალეოლოგოსზე (მიხეილ VIII–ის ძმა, 1259–1282) დაქორწინდა. 1259 წელს მიიღო სებასტოკრატორის თანამდებობა. მისი მეორე ქალიშვილი იოანე ანგელოსზე დაქორწინდა (მიქაელ II–ის ძე 1231–1271). კონსტანტინოპოლის გათავისუფლების შემდეგ (1261) საგვარეულოს წევრები დედაქალაქში დაბრუნდნენ. 1264 წელს კონსტნატინე ქალაქის ეპარხად გვევლინება,[27] ხოლო 1266 წელს თესალონიკის კეფალატიკუნად.[28]

იოანე, კონსტანტინეს ძმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტნატინე სებასტოკრატორის ძმა[29][30]/ან შვილი[31] იოანე თორნიკი თრაკესიონის დუქსი წყაროებში ჩნდება 1258 წელს.

ანდრონიკოს თორნიკი კომნენოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე სებასტოკრატის კიდევ ერთი ძმა,[32] ანდრონიკოს თორნიკი კომნენოსი, მედიატორი 1259 წელს, გარდაიცვალა ჭირის ეპიდემიის შედეგად.

კონსტანტინე თორნიკი პალეოლოგოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგვარეულოს მნიშვნელოვან წევრებს შორის იყო კონსტანტინე თორნიკი პალეოლოგოსი, რომელსაც 1326 წელს ეკავა დრუნგარიოსის თანამდებობა.

დემეტრიოს თორნიკი პალეოლოგოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინეს ძე დემეტრიოს თორნიკი პალეოლოგოსი ასევე ფლობდა დრუნგარიოსის თანამდებობას. 1337 და 1339 წლებში ის კონსტანტინოპოლის კეფალატიკუნია.[33]

ანდრონიკოს თორნიკი კომნენოს დუკა პალეოლოგოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრონიკოს თორნიკი კომნენოს დუკა პალეოლოგოსი იმპერატორი ანდრონიკე II პალეოლოგოსის (მმ. 1282–1328) მმართველობის დროს ატარებდა პარაკოიმომენოსის წოდებას. 1325 წელს მონაწილეობდა ანდრონიკე III–ის და დედოფალი ანა სავოიელის დაქორწინების საკითხში. ცხოვრების მიწურულს (1328 წლიდან) გახდა ბერი.

მიხეილ თორნიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამავე პერიდში (1320) მოღვაწე მიხეილ თორნიკი ანდრონიკე II მრჩეველი იყო მის შვილიშვილთან კონფლიქტის დროს.[34][35]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (1973) იოანე სკილიცე, „Synopsis Historiarum“ - Ioannis Scylitzae Synopsis historiarum. ბერლინი; ნიუ-იორკი: De Gruyter. ISBN 978-3-11-002285-8. 
  • გიორგი პაქიმერე, Albert Failler-ის რედაქციით, „Georges Pachymérès. Relations historiques 1-2“, Corpus Fontium Historiae Byzantinae 24/1-2, პარიზი 1984
  • ნიკოლოზ ადონცი, „Études arméno-byzantines“, ლისაბონი 1965
  • ნერსეს აკინიანი, კვლევები სომხური ლიტერატურის ისტორიის შესახებ IV („azgayin matenadaran“ 145), ვენა 1938
  • Jean Darrouzès, „Georges et Dèmètrios Tornikes“, პარიზი 1970
  • ნიკოლოზ ადონცი, „Les Taronites à Byzance“, Byzantion, 11, 1936, გვ. 21-42
  • Hélène. Ahrweiller, „L’histoire et la géographie de la région de Smyrne entre les deux occupations turques“ (1081-1317) Travaux et Mémoires ტ. 1, 1965, 1-204
  • რობერტ ბრაუნინგი, „The Patriarchal School at Constantinople in the twelfth Century“, Byzantion, 32, 1962, გვ. 167-202
  • ჟან-კლოდ ჩეინეტი (Jean-Claude Cheynet), „Nouvelle hypothèse à propos du domestique d’Occident cité sur une croix du Musée de Genève“, Byzantinoslavica, 52, 1981, გვ. 197-202
  • Jean Darrouzès, „Les Discours d'Euthyme Tornikès“, Revue des études byzantines, 26, 1968, გვ. 53-117
  • Kazhdan, Alexander, ed. (1991). [page=2096-2097 „Tornikios“] შეამოწმეთ |url=-ის მნიშვნელობა (დახმარება). Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 0-19-504652-8. ვერტიკალური ხაზი: (|) აკლია|url=-ში (დახმარება)
  • Kazhdan, Alexander, ed. (1991). [page=2097 „Tornikios Euthymios“] შეამოწმეთ |url=-ის მნიშვნელობა (დახმარება). Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 0-19-504652-8. ვერტიკალური ხაზი: (|) აკლია|url=-ში (დახმარება)
  • Kazhdan, Alexander, ed. (1991). [page=2097 „Tornikios George“] შეამოწმეთ |url=-ის მნიშვნელობა (დახმარება). Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 0-19-504652-8. ვერტიკალური ხაზი: (|) აკლია|url=-ში (დახმარება)
  • Kazhdan, Alexander, ed. (1991). [page=2097-2098 „Tornikios Leo“] შეამოწმეთ |url=-ის მნიშვნელობა (დახმარება). Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 0-19-504652-8. ვერტიკალური ხაზი: (|) აკლია|url=-ში (დახმარება)
  • Peeters P., „Un colophon géorgien de Tornik le Moine“. Analecta Bollendiana, 50, 1932, გვ. 358-371
  • გიორგი აკროპოლიტი, Heisenberg, A.-ის რედაქციით „Georgii Acropolitae Opera“, ტ. 1, ლაიფციგი 1903
  • იოანე ზონარა, „Ἐπιτομὴ Ἱστοριῶν“, Büttner-Wobst, T.-ის რედაქციით Ioannis Zonarae epitomae historiarum libri XVIII 1-3, Corpus Scriptorum Historiae Byzantinae, ბონი 1841-1897
  • ლეონ დიაკვანი, „Ιστορία“, Hase, C.B.-ის რედაქციით, „Leonis Diaconi Caloensis Historiae libri decem et liber de velitatione bellica Nicephori Augusti“, Corpus Scriptorum Historiae Byzantinae, ბონი 1828
  • ვალტერი, რაინერი; შტურმი-შნაბლი, კატია; კისლინგერი, ევალდი; ლეონტიადისი, იოანისი; კაპლანერესი, სოკრატე (1976–1996). „Prosopographisches Lexikon der Palaiologenzeit“. In ტრაპი, ერიხ (ed.). ბეიერი (გერმანული). ვენა: Verlag der Österreichischen Akademie der Wissenschaften. ISBN 3-7001-3003-1. |first2=-ს აკლია |last2= (დახმარება); აკლია |author2= (დახმარება)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Prosopographisches Lexikon der Palaiologenzeit“ ტ. 12, ერიხ ტრაპის რედაქციით, ვენა 1992, no. 29114 - 29140.
  2. კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (1967). „De Administrando Imperio“, R.J.H Jenkins-ის თარგმანი, Dumbarton Oaks Center for Byzantine Studies, გვ. 100-136. OCLC 254585607. 
  3. Peeters, Paul (1932-01). „Un colophon géorgien de Thornik le Moine“. Analecta Bollandiana. 50: 358–371. doi:10.1484/j.abol.4.00765. ISSN 0003-2468. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. კონსტანტინე VII პორფიროგენეტი, „De Administrando Imperio“, Jenkins, R.J.H. რედაქციით (ლონდონი 1962), თავ. 175.
  5. ადონცი, ნიკოლოზ (1936). [www.jstor.org/stable/44168263 „LES TARONITES A BYZANCE“] შეამოწმეთ |url=-ის მნიშვნელობა (დახმარება). Byzantion. 11: 31. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. ნერსეს აკინიანი, კვლევები სომხური ლიტერატურის ისტორიის შესახებ IV („azgayin matenadaran“ 145), ვენა 1938 გვ. 49-88
  7. კონსტანტინე VII პორფიროგენეტი, „De Administrando Imperio“, Jenkins, R.J.H. რედაქციით (ლონდონი 1962), თავ. 43, 54-177
  8. ადონცი, ნიკოლოზ (1936). [www.jstor.org/stable/44168263 „LES TARONITES A BYZANCE“] შეამოწმეთ |url=-ის მნიშვნელობა (დახმარება). Byzantion. 11: 31. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  9. იოანე სკილიცე, „Synopsis Historiarum“, Thurn, I.-ის რედაქციით (Corpus Fontium Historiae Byzantinae, სერია Berolinensis, ბერლინი 1973), თავ. 236. 80-89
  10. თეოფანეს გამგრძელებელი, Bekker, I.-ის რედაქციით (Corpus Scriptorum Historiae Byzantinae, ბონი 1838) გვ. 437. 1-10.
  11. Kazhdan, Alexander, ed. (1991). „„Tornikios“, „Tornikios Euthymios“ და „Tornikios“ George’““. Oxford Dictionary of Byzantium. 3. Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 0-19-504652-8.
  12. Peeters, Paul (1932-01). „Un colophon géorgien de Thornik le Moine“. Analecta Bollandiana. 50: 20–22. doi:10.1484/j.abol.4.00765. ISSN 0003-2468. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  13. მარი ბროსე (1849-1850). „Histoire de la Géorgie“. პეტერბურგი: Imprimerie de l'Académie Impériale des Sciences, გვ. 293. OCLC 48698600. 
  14. Kazhdan, Alexander, ed. (1991). „„Tornikios““. Oxford Dictionary of Byzantium. 3. Oxford and New York: Oxford University Press. p. 2096. ISBN 0-19-504652-8.
  15. იოანე სკილიცე, „Synopsis Historiarum“, Thurn, I.-ის რედაქციით (Corpus Fontium Historiae Byzantinae, სერია Berolinensis, ბერლინი 1973), თავ. 403. 33. სექცია რომელიც რომანო არგირუსის წლების მოვლენებს აღწერს
  16. ადონცი, ნიკოლოზ (1936). [www.jstor.org/stable/44168263 „LES TARONITES A BYZANCE“] შეამოწმეთ |url=-ის მნიშვნელობა (დახმარება). Byzantion. 11: 32. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  17. Kazhdan, Alexander, ed. (1991). „„Tornikios Leo““. Oxford Dictionary of Byzantium. 3. Oxford and New York: Oxford University Press. p. 2097-2098. ISBN 0-19-504652-8.
  18. ადონცი, ნიკოლოზ (1936). [www.jstor.org/stable/44168263 „LES TARONITES A BYZANCE“] შეამოწმეთ |url=-ის მნიშვნელობა (დახმარება). Byzantion. 11: 33–34. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  19. Jean-Claude CHEYNET, ‘Nouvelle hypothèse à propos du domestique d’Occident citè sur une croix du Musée de Genève’, Byzantinoslavica 42 (1981), გვ. 196-202.
  20. ადონცი, ნიკოლოზ (1936). [www.jstor.org/stable/44168263 „LES TARONITES A BYZANCE“] შეამოწმეთ |url=-ის მნიშვნელობა (დახმარება). Byzantion. 11: 35. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  21. Kazhdan, Alexander, ed. (1991). „„Tornikios George““. Oxford Dictionary of Byzantium. 3. Oxford and New York: Oxford University Press. p. 2097. ISBN 0-19-504652-8.
  22. Jean Darrouzès, „Georges et Dèmètrios Tornikes“ (პარიზი 1970)
  23. Browning, Robert (1963). [www.jstor.org/stable/44169069 „„THE PATRIARCHAL SCHOOL AT CONSTANTINOPLE IN THE TWELFTH CENTURY“] შეამოწმეთ |url=-ის მნიშვნელობა (დახმარება). Byzantion. 33: 31. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2020. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული |journal=-ში (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  24. Schmalzbauer, “Die Tornikioi in der Palaiologenzeit. Prosopographische Untersuchung zu einer byzantinischen Familie,” JOB 18 (1969), გვ. 117
  25. Darrouzès, Jean (1968). „Les discours d'Euthyme Tornikès (1200-1205)“. Revue des études byzantines. 26 (1): 53–117. doi:10.3406/rebyz.1968.1400. ISSN 0766-5598.
  26. Akropolitēs, Geōrgios, August Heisenberg, და Theodorus Scutariotes. 1903. Georgii Acropolitae opera. Lipsiae: In aedibus B.G. Teubneri. გვ 114
  27. [1]გიორგი პაქიმერე, „De Michaele et Andronico Paleologis“, Bekkerus, I.-ის რედაქციით , ბონი, 1835., გვ. 226.
  28. ამ თანამდებობაზე მან მოაგვარაათონის მთაზე მდებარე ზოგრაფის მონასტერის საკითხი და ხელი მოაწერა ორ დოკუმენტს, რომელიც მოთავასებულია მონასტრის არქივში, როგორც „συμπέθερος“ (იმპერატორის ნათესავი) და „სებასტოკრატორი“, იხილ. PLP, no. 29129
  29. Schmalzbauer, “Die Tornikioi in der Palaiologenzeit. Prosopographische Untersuchung zu einer byzantinischen Familie,” JOB 18 (1969), 121-122. 117
  30. იხილ. PLP, no. 29126 (Tornikes Ioannes), მიხეილ VIII პალეოლოგოსის კელეუსტესი (κελευστής) და დოულოსი (δούλος)
  31. H. Ahrweiler, „L’Histoire et la Géographie de la Région de Smyrne“, 1965, გვ. 149
  32. Schmalzbauer, “Die Tornikioi in der Palaiologenzeit. Prosopographische Untersuchung zu einer byzantinischen Familie,” JOB 18 (1969), 122-123. 117
  33. Schmalzbauer, “Die Tornikioi in der Palaiologenzeit. Prosopographische Untersuchung zu einer byzantinischen Familie,” JOB 18 (1969), 124-125
  34. Schmalzbauer, “Die Tornikioi in der Palaiologenzeit. Prosopographische Untersuchung zu einer byzantinischen Familie,” JOB 18 (1969), 126-127
  35. იხილ. PLP, no. 29132 (Tornikes Michael)