გიორგი პაქიმერე
გიორგი პაქიმერე (ბერძნ. Γεώργιος Παχυμέρης; დ. 1242, ნიკეა – გ. დაახლ 1310, კონსტანტინოპოლი) — ბიზანტიელი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და პოეტი. ეჭირა მაღალი საერო და საეკლესიო თანამდებობები. მის „ისტორიაში“ მოთხრობილია ბიზანტიის ცხოვრება 1259-1308 წლებში. გიორგი პაქიმერე აღწერილი მოვლენების უშუალო მომსწრე და თვითმხილველია. თხზულებაში დიდი ადგილი უჭირავს თეოლოგიურ საკითხებს. საინტერესო ცნობები აქვს ავტორს საქართველოზე, აგრეთვე ტრაპიზონის იმპერიის შესახებ, რომელსაც ლაზების იმპერიად მიიჩნევს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 165, თბ., 1978 წელი.
|