მესოპოტამიის თემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიზანტიის თემები, 1025
იოან კასტამონიტის ბეჭედი, მესოპოტამიის კატეპანი

მესოპოტამია (ბერძ. Μεσοποταμία) — ბიზანტიის იმპერიის სამხედრო პროვინცია, მდებარეობდა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ის არ უნდა აგვერიოს მესოპოტამიის რეგიონთან ან ძველ რომაულ და ადრე ბიზანტიურ მესოპოტამიის პროვინციასთან. მესოპოტამიის თემი, მდინარე არსანიას (მურატი) და ჩიმისგეზეკს შორის მდებარეობდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემი დაახლოებით 899-911 წლებს შორის წარმოიქმნა, როცა იმპერატორმა ლეონ VI-მ ყოფილი ხარსიანონის სტრატეგოსი, სახელად ორესტესი[1][2] ახალი რეგიონის მმართველად დანიშნა. რეგიონის შექმნისთვის, თემს ხალდიის-კელტზენეს და კოლონეიის-კამახას ოლქი გადაეცა.

იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (მმართველობა 913-959) აღნიშნავს, რომ თემის წარმოქმნამდე, რეგიონი წარმოადგენდა უსახელო სამხედრო ოლქს. არსებობს მტკიცებულება, რეგიონში ბიზანტიის უფრო ადრე გამოჩენის შესახებ[3]: მესოპოტამიის სტრატეგოსის ბეჭედი, რომელიც თარიღდება 810 წლით, შესაძლოა მიუთითებს ამ რეგიონში, პირველ, ხანმოკლე თემის არსებობას.

თემის მმართველების დანიშვნა X საუკუნემდე გრძელდებოდა , რომელიც თაანარსებობდა 975 წელს შექმნილ მესოპოტამიის დუკი თანამდებობასთან. სტრატეგოსისგან განსხვავებით, დუკები რეგიონალურ მმართველებია, მესოპოტამიის დუკები კი ბიზანტიის აღმოსავლეთ საზღვრებს აკონტროლებდნენ[2][4]. XI საუკუნეში, დანიშნული დუკების უმრავლესობას სომხები წარმოადგენდა, მათ შორის, გრიგორ მაგისტროსი და მისი შვილი. 1071 წელს, მანასკერტის ბრძოლის შემდგომ, იმპერატორი მიხეილ VII  (მმართველობა 1071-1078) ცდილობდა რეგიონზე ბიზანტიის უფლებამოსილების აღდგენას, მაგრამ პროვინცია თურქ-სელჩუკებს დარჩათ[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]