Corpus Fontium Historiae Byzantinae
Corpus Fontium Historiae Byzantinae („ბიზანტიის ისტორიის წყაროების კრებული“), შემოკლებით CFHB — საერთაშორისო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ბიზანტიის იმპერიის პერიოდში (IV-XV საუკუნეები) შედგენილი ისტორიულ წყაროებზე ტექსტური კრიტიკის შეგროვებას, რედაქტირებას და გავრცელებას. მისი დანიშნულება ბიზანტიელი ავტორების, განსაკუთრებით კი აქამდე უცნობი ტექსტების, თანამედროვე სამეცნიერო კვლევებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. პროექტი 1966 წელს, ბიზანტიური კვლევების მე-13 საერთაშორისო კონგრესზე შეიქმნა და Association internationale des études byzantines (AIEB)-ის და მისი ეროვნული ფილიალების ეგიდის ქვეშ ფუნქციონირებს.
პუბლიკაციების სერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველი ტომი შეიცავს კომენტარებს ავტორებზე, გადარჩენილ ხელნაწერებზე და ასევე ნათარგმნ და ანოტირებულ ტექსტების ვერსიებზე. ხშირად არის დართული ტექსტის დედანი და მათ შორის ფაქსიმილებიც. CFHB-ს ტომები გამოირჩევა მათი გამოქვეყნების ადგილის მიხედვით, ეროვნულ სერიებში:
- Series Atheniensis (ათენი)
- Series Berolinensis (ბერლინი)
- Series Bruxellensis (ბრიუსელი)
- Series Italica (იტალია)
- Series Parisiensis (პარიზი)
- Series Thessalonicensis (თესალონიკი)
- Series Vindobonensis (ვენა)
- Series Washingtonensis (ვაშინგტონი, დუმბერტონ-ოქსი)