შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე კაჟდანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე კაჟდანი
რუს. Александр Петрович Каждан
დაბ. თარიღი 3 სექტემბერი, 1922(1922-09-03)[1]
დაბ. ადგილი მოსკოვი[2]
გარდ. თარიღი 29 მაისი, 1997(1997-05-29)[1] (74 წლის)
გარდ. ადგილი დუმბარტონ-ოქსი[3]
მოქალაქეობა  საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
 აშშ
საქმიანობა ისტორიკოსი, Byzantinist, არმენოლოგი, რედაქტორი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ივანოვოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტულას სახელმწიფო პედაგოგიის უნივერსიტეტი, საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი, მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტი, Византийский временник, Новый мир და პრინსტონის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები სერგეი ივანოვი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი დავიდ კაჟდანი
ჯილდოები Fellow of the Medieval Academy of America[4]

ალექსანდრე პეტრეს ძე კაჟდანი (რუს. Алекса́ндр Петро́вич Кажда́н, ინგლ. Alexander Kazhdan; დ. 3 სექტემბერი, 1922 – გ. 29 მაისი, 1997) — საბჭოთა და ამერიკელი ბიზანტიოლოგი.

დაიბათა მოსკოვში. კაჟდანმა განათლება ქ. უფის პედაგოგიურ ინსტიტუტში და მოსკოვის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ის ინგლისის შუა საუკუნეების ისტორიკოსთან, ევგენი კოსმინსკისთან სწავლობდა.[5] ომისშემდგომი საბჭოთა ინიციატივამ, გადაეხედათ რუსული ენისთვის ბიზანტისტიკის მიმართულებით, კაჟდანს საშუალება მისცა დაეწერა დისერტაცია აგრარულ ისტორიაზე გვიან ბიზანტიურ იმპერიაში, რომელიც 1952 წელს გამოქვეყნდა (Agrarnye otnosheniya v Vizantii XIII-XIV vv.). მის სფეროში მიუხედავად მზარდი რეპუტაციისა, სტალინის ეპოქის ანტი-სემიტურმა მიდგომამ საბჭოთა აკადემიაში, კაჟდანს აიძულა პროვინციული მასწავლებლის პოზიციას დასჯერებოდა (ივანოვოში, 1947-1949, და ტულა, 1949-1952).[5] 1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ, კაჟდანის სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა, ის ველიკიე ლუკის კოლეჯში მიიწვიეს. 1956 წელს საბჭოთა მეცნიერების აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში მოიპოვა ადგილი, სადაც 1978 წლამდე, საბჭოთა კავშირიდან ემიგრაციამდე დარჩა. საბჭოთა კავშირში კაჟდანს ნაყოფიერი სამეცნიერო კარიერა ჰქონდა. აქ მან საერთო ჯამში გამოაქვეყნა 500-ზე მეტი წიგნი, სტატია და მიმოხილვები. მისმა ნაშრომებმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა საბჭოთა ბიზანტისტიკის მზარდ საერთაშორისო პრესტიჟზე.[6]

ინგლისურ ენაზე კაჟდანის პირველი პუბლიკაცია იყო კოლაბორაციული ნაშრომები: People and Power in Byzantium (1982), Studies in Byzantine literature (1984) და Change in Byzantine Culture in the Eleventh and Twelfth Centuries (1985). მისი საუკეთესო ინგლისურენოვანი პროექტი იყო მასიური კოლაბორაციული შრომის შედეგი: „ბიზანტიის შესახებ ოქსფორდის ლექსიკონის“-ის სამტომეული (1991), პირველი საცნობარო ნაშრომი ამ სფეროში, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაშრომს ბიზანტისტიკის კვლევების ყველა სფეროში. მან შეადგინა ლექსიკონის დაახლოებით 20 %, ანუ დაახლოებით 1 000 ჩანაწერი, რომლებიც მონიშნულია A.K ინიციალით.[6] შემდგომი მისი კვლევები გამოირჩევა ბიზანტიის ლიტერატურის, კერძოდ კი ჰაგიოგრაფიული ნაშრომების მიმართ მზარდი ინტერესით.

გარდაიცვალა 1997 წელს, ვაშინგტონში. მისმა გარდაცვალებამ შეაფერხა მონუმენტალური ნაშრომის დასრულება ბიზანტიის ლიტერატურაზე (History of Byzantine Literature). თუმცა პირველი ტომი, რომელიც 650-დან 850 წლამდე პერიოდს მოიცავს, გამოქვეყნდა 1999 წელს.

  • კაჟდანი, ალექსანდრე, ed. (1991). The Oxford Dictionary of Byzantium. 1. New York: Oxford University Press https://books.google.com/books?id=F9qwtAEACAAJ. აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)
  • კაჟდანი, ალექსანდრე, ed. (1991). The Oxford Dictionary of Byzantium. 2. New York: Oxford University Press https://books.google.com/books?id=xwgAtAEACAAJ. აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)
  • კაჟდანი, ალექსანდრე, ed. (1991). The Oxford Dictionary of Byzantium. 3. New York: Oxford University Press https://books.google.com/books?id=OTxhtAEACAAJ. აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)

რეკომენდებული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Cutler, Anthony (1992). „Some talk of Alexander“. Dumbarton Oaks Papers. 46: 1–4. ISSN 0070-7546.
  • Franklin, Simon (1992). „Bibliography of works by Alexander Kazhdan“. Dumbarton Oaks Papers. 46: 5–26. ISSN 0070-7546.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #119086913 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. The IndependentBritain: 1997. — 176681 ეგზ. — ISSN 1741-9743
  4. https://www.medievalacademy.org/page/CompleteFellows
  5. 5.0 5.1 Bryer, Anthony. "Obituary: Alexander Kazhdan დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. ." The Independent. 5 June 1997. Retrieved August 28, 2010.
  6. 6.0 6.1 Laiou, Angeliki E.; Alice-Mary Talbot (1997). "Alexander Petrovich Kazhdan, 1922-1997." Dumbarton Oaks Papers, Vol. 51, (1997), pp. xii-xvii.