ერიხ ტრაპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერიხ ტრაპი
დაბ. თარიღი 5 ივნისი, 1942(1942-06-05)[1] [2] (81 წლის)
დაბ. ადგილი კლოსტერნოიბურგი
მოქალაქეობა  ავსტრია
საქმიანობა ისტორიკოსი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი და Byzantinist
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი და ბონის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი

ერიხ ტრაპი (გერმ. Erich Trapp) (დ. 5 ივნისი, 1942, კლოსტერნოიბურგი) — ავსტრიელი ბიზანტინისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წლიდან ერიხ ტრაპი ვენის უნივერსიტეტში ეუფლებოდა კლასიკურ ფილოლოგიას და ბიზანტინისტიკას და 1964 წელს დაიცვა დისერტაცია „Manuel II. Palaiologos, Dialoge mit einem „ Perser““, რისთვისაც მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 1965-დან 1973 წლამდე ის ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიაში ბიზანტიის სწავლებების ასისტენტ-მკლევარად მუშაობდა. ვენაში ერთწლიანი ლექციების შემდეგ, ტრაპი 1973 ბონის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, სადაც ხელმძღვანელობდა ბიზანტიურ სწავლებებს 2008 წლამდე, იქამდე სანამ პენსიაზე გავიდოდა. 1992 წლიდან ის ავსტრიიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი-კორესპონდენტია. 1998 წელს თესალონიკის უნივერსიტეტმა ტრაპს „ოქროს არისტოტელეს“ ჯილდო მიანიჭა. მისი კვლევების ძირითადი სფერო იყო ბიზანტიური ლექსიკოგრაფია, დიგენის აკრიტასი და ძველი ბერძნულის განვითარება ახალ ბერძნულამდე. ის არის Prosopographischen Lexikons der Palaiologenzeit-ის (1976-1995) ავტორი, სადაც მან მიუძღვნა იმ პიროვნებების კვლევას, რომლებიც მოხსენიებული იყო ბიზანტიურ დოკუმენტებში. ერიხ ტრაპი არის ასევე Lexikons zur byzantinischen Gräzität-ის ინიციატორი და რედაქტორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kürschners Deutscher Gelehrten-Kalender, Ausgabe 2003, Band 3, S. 3438.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #136961649 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. AlKindi