თევდორე (ღვთაება)
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|თევდორე (ღვთაება)}} |
თევდორე ანუ თედორე — ქართულ მითოლოგიაში აგრარული ღვთაება; თავდაპირველად თაყვანს სცემდნენ, როგორც მიწათმოქმედების მფარველს, მოგვიანებით კი, როგორც ცხენების მფარველსაც. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღვთაების ხალხური კულტი თანამოსახელე ქრისტიანული წმინდანის (წმინდა თევდორეს) კულტს შეერწყა. თედორე ითვლება „დიდ მშრომელ-მიწათმოქმედად“ და მოიხსენიება, როგორც „დიდი ბატონი“. თედორეს ეპითეტი „შავი“, „შავგვრემანი“ მიწის შავ ფერს შეესაბამება. თედორეს ეძღვნება საგაზაფხულო კალენდარული დღესასწაული „თედორობა“, რომელიც დიდმარხვის პირველი კვირის შაბათს ემთხვევა. ამ დღეს აცხობდნენ სარიტუალო პურს სასოფლო-სამეურნეო იარაღების და ცხოველთა (ცხენების) გამოსახულებებით, აწყობდენ რიტუალურ თესვას.
|