შინაარსზე გადასვლა

შავეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შავეთი — სულეთი, საიქიო, სადაც კუპრის მდინარეები მიედინება (ფშავ-ხევსურული გადმოცემებით). ამ „ქართულ სტიქსზე“ ბეწვის ხიდია, საიდანაც ცოდვილთა ნაკადი მდუღარე კუპრში ცვივა, უცოდველნი გაღმა გადადიან.

„რა იცის წუთისოფელმა, შავეთს რა სამართალია?“ (ხალხ.)
„შავეთში გამგზავრებულსა ცხენი წამექცეს წყალშია“ (ვაჟა)

შავი ქართულ მითოლოგიაშიც ტანჯვისა და ვაების სიმბოლოა. მასთან უძლურნი არიან თვით ქვეყნიერების გამრიგე და ღვთისშვილნი.

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983.