ლაზარე (ამინდის ღვთაება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლაზარე — დარისა და ავდრის წარმართული ღვთაება (არა სახარების ლაზარე, მარიამისა და მართას ძმა, რომელიც მოკვდა და იესომ გააღვიძა; არც ლუკას სახარების იგავის გმირი, კათოლიკეთა რწმენით სნეულთა შემწე (ლუკა, 16, 19), რომელმაც მისცა სახელი ლაზარეთს).

საქართველოში ლაზარე, როგორც ამინდის ღვთაების კულტი, უფრო აღმოსავლეთში გავრცელდა, მაგრამ წვიმის მომყვან ლაზარეს საქართველოს ყოველ კუთხეში უმღეროდნენ გვალვიანობაში: „ლაზარე მოდგა კარსა, აბრიალებს თვალსა, მიდგა მოდგა თაროსა, დაემსგავსა მთვარესა“ და სხვა. მის სადიდებლად მართავდნენ დღეობას, ლაზარობას, რაც „ცის ნამის“, ტალახის გასაჩენად გარკვეულ ცერემონიას გულისხმობდა. ლაზარეს თიხის კერპს კარდაკარ დაატარებდნენ, ასველებდნენ და ამბობდნენ: „ახ, ლაზარე, ლაზარე, ცას ღრუბლები აშალე, ჩვენ დაგიკლავთ ციკანსა, შენ მოგვიყვან წვიმასა“ (ზოგჯერ ასეთივე „მეგობრული გარიგება“ ხდებოდა ელიასთან: „აღარ გვინდა გოროხი, ახლა გვინდა ტალახი“). თუ მომაბეზრებელი წვიმა გაგრძელდებოდა, მასვე შესთხოვდნენ, გორახი გააჩინე, ტალახი გააშრეო. სვანეთში ლაზარე არ იციან. იქ წვიმას იდლიანის მთის - ლუხუმის ან სხვა რომელიმე ტბის წყალში კატის ჩახრჩობით „იწვევდნენ“, ან ღრუბელთა ღმერთს შესთხოვდნენ: „ერე-მერე, დეცე მერე...“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ა. გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1983, გვ. 270