შინაარსზე გადასვლა

ქაჯავეთი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქაჯავეთი, ქაჯუეთი, ქაჯეთიქაჯთა ციხე-ქალაქი, სამეფო, რასაც ქართულ ფოლკლორში „მაშვრალი გიორგი“ ებრძვის და ამარცხებს, გამოჰყავს სამძიმარი, მზექალა, აშექალა, ნათლავს და დობილებად აქცევს. ცნობილია ხევსურული ლექსი:

„ქაჯეთს რას დაიარები, გიორგი სვილის ფერაო?...“
„...ვალი მიკიდავ, ვალსა ვთხოვ, რას მკითხავ ქრისტეს დედაო?“ (გვიანდელი ვერსია).

ძალზე საგულისხმოა ქაჯეთს ლაშქრობის და ქალის დახსნის ეს მოტივი, რაც გენიალურ პოეტურ რანგში აამაღლა რუსთაველმა.