ჭინკა
Jump to navigation
Jump to search
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ჭინკა}} |
ჭინკა — მავნე ჯუჯა, მიწის ავსული, ღამეული არსება; „ქაჯი“, ჰაერის მცველი, „მაცდურად იტყვიან გლეხნი“ (საბა). ქართულ მითოლოგიაში ამ ავსულს თავისებური მტკიცე ადგილი უჭირავს. დაახლოებით სკანდინავიური ტროლების, გერმანული გნომების, ასევე მორმოლიკების და ემპუსას რანგის მაცდურებია, საშიშნი სიმრავლითა და სიავით. ხალხურ მეტყველებაში ცქვიტის, მარდის და მოხერხებულის მნიშვნელობა აქვს მიღებული (მაგ.: „ჭინკა ბიჭი“).
ჭინკობისთვე — სექტემბერია. ოქტომბერ-ნოემბერი ჭინკების სათარეშოდ ითვლებოდა. „ჯვარი აქაურობას და იმ თვეში ატყდებიან პატარა ჭინკები, დადიან ხმელეთად, ადამიანად“ — აკაკი წერეთელი. 7 დეკემბერს მიქელ-გაბრიელი ბოჭავს და წყალში ყრის ჭინკებს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჭინკა — ბიბლიოვიკი
|