არამ-ხუტუ, ამირანის ორეული ამირანიანისმეგრული ვერსიით. ზოგიერთი მეცნიერის (ივ. ჯავახიშვილი) აზრით, "ამირანი" "არამიდან" მომდინარეობს. არამ-ხუტუს ხური-ურარტულ ონომასტიკასთან უნდა ჰქონდეს კავშირი (გ. ჟორდანია). მამაკაცის მეგრულ საკუთარ სახელს ხუტუ (ხუტა)-ხუთას-ს მოეპოვება შესატყვისი ხური-ურარტულ ტექსტებში) (ნუზის არქივი) და დასაშვებად არის მიჩნეული, რომ სახელი "ხუტუ" ურარტელთა დედამიწის ღვთაება - ხუტუინისაგან წარმოდგება. რაც შეეხება "არამს", იგი უკავშირდება ურარტელთა პირველი მეფის - არამეს სახელს. დასაშვებია იცის, რომ ურარტელმა ხალხმა თავისი გმირი მეფის სახელს დაუმატა "ხუტუ" და ამით ღვთაებრივ სამყაროს დაუკავშირა.