ტყაშმაფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტყაშმაფა ანუ ტყის მბრძანებელი (მეგრ. ტყაშმაფა, ტყაში-მაფა[1]) — ქართულ მითოლოგიაში ტყის მეფე-ქალი, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი. მომხიბლავი და მაცდური, დალივით ვნებიანი.

ხალხური წარმოდგენებით ტყაშმაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაშმაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს. ტყაშმაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს). ზოგი მკვლევარი ტყაშმაფას დალისთან და უსახელო „ტყის ქალის“ სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება.

პოპულარული აღწერით, ტყაშმაფას გრძელი თეთრი თმები აქვს, რომელიც შიშველ ტანს უფარავს და კოჭებამდე წვდება. როდესაც ტყაშმაფა იცინის რძესავით თეთრი კბილები უჩანს. ტყაშმაფა ტყეში ცხოვრობს და ღამეულ მგზავრებს თუ შეხვდება და გამოელაპარაკება. ტყაშმაფას პასუხი არ უნდა გასცე ხელებით უნდა ელაპარაკო, თორემ ჭკუაზე შეგშლის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვირსალაძე ე., ქართული სამონადირო ეპოსი, თბ., 1964;
  • მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;
  • სახოკია თ., ეთნოგრაფიული ნაწერები, თბ., 1956;
  • ცანავა ა., ქართული ზეპირსიტყვიერების საკითხები, თბ., 1970;
  • ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თოთხმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979
  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 205