ხთონიური ღმერთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხთონიური ღმერთები — მიწის, ქვესკნელის ღმერთები. სვანეთში ხთონიური ღმერთების არსებობის საბუთია ქალღვთაების ორმო, რასაც ეკლესიებთან, სალოცავ ქვებთან, წმინდა ხეებთან ვხვდებით (უშგულში და სხვა). ესაა ლაგამ, ლეგემ, ლაგემ, სალოცავი ქვის (და შესაწირავის) დასადგამი, ვითინი, ლამარიას და სხვა ღვთაებათა სამყოფელი, სადაც მსხვერპლშეწირვა ხდებოდა. ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ წარმართულ ლამარიას ცვლის მარიამ ღვთისმშობელი, კულტი კი იგივე რჩება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 556-557, თბ., 1983