ხვითო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხვითო — სამკურნალო დანიშნულების წმინდა ქვა ძველ ქართულ მითოლოგიაში. ჰქონდა მაგიური ძალა და, ბუნებრივია, საუნჯის გაგებაც. ასეთი დანიშნულების ქვები გვხვდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სვანეთში. გადმოცემით, არის ირმის რქის ძირი, სხვა ვერსიით, მარგალიტი, რასაც გველი ინახავს და ათამაშებს ხოლმე. ზოგი ვარაუდობს, რომ ხვითოს სამკურნალო თვისებები ჰქონდა რადგა, სახალხო მკურნალები წყალში ლესავდნენ და იმ წყალს ასხამდნენ სნეულს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 556, თბ., 1983