ზადენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზადენი (მრავალმნიშვნელოვანი).

ზადენიქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე, იყო ქართლის სამეფოს ერთ-ერთი უზენაესი ღმერთი.

არსებობს მოსაზრება, რომ იგი მცირეაზიურ-ხეთური წარმოშობისაა და უკავშირდება ლუვიელთა ღვთაება სათას (სანდონს). ამ მოსაზრების თანახმად მისი კულტი მცირე აზიიდან მოსულმა მესხებმა ქართლში დაამკვიდრეს. ზადენის კერპი მეფე ფარნაჯომმა აღმართა ძვ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში მთა ზედაზნის (ზედა ზადენის) ძირში, ახლანდელ სოფელ წიწამურთან, სადაც იდგა ზადენის ციხე.

ზადენი სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც (მესხეთში).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]