ოჩოკოჩი — ქართულ მითოლოგიაში ნადირთმფარველი ღვთაება, ტყაში-მაფას ანტაგონისტი. ოჩოკოჩი დასდევს ტყაშიმაფას და თუ მოიხელთა, ძალადობს მასზე. ოჩოკოჩი ბალნითაა დააფარული. ოჩოკოჩი ადამიანს ჩამოგავს, მაგრამ ადამიანურად ვერ მეტყველებს, სარჩოს ვერ იპოვებს, ნადირობა არ იცის, ამიტომ ნადირთ მწყემსს, ტყაშიმაფას ერჩის. ბრიყვი და უგუნურია. მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. შეუძლია მონადირე ჭკუიდან შეშალოს. მისი სხეულის ერთი ნაწილი ვაცის (მამალი თხა), მეორე კი ადამიანის მსგავსია. მკერდზე რქისებრი წანაზარდი აქვს, რითაც ამარცხებს მოწინააღმდეგეებს. შედგენილ ტერმინებში — ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, ოჩიდალი პირველი კომპონენტი ორი ბოჩი, ივანე ჯავახიშვილის აზრით, დაკავშირებულია ვაცთან და ძვ. ნადირთმფარველ წარმართულ ღვთაებას უკავშირდება. ვერა ბარდაველიძეს ოჩი ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებადაც მიაჩნდა.