ვიკიპედია:ახალი თავფურცელი 9
ეს არის ვიკიმედიის თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედიის პროექტი.
ამჟამად ქართულ ენაზე დამუშავების პროცესშია 127,090 სტატია.
სტამბოლი (თურქ. İstanbul — ისთანბულ) — თურქეთის უდიდესი და ხალხმრავალი ქალაქი. ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ცენტრი. ტრანსკონტინენტური ქალაქი ევრაზიაში, რომელიც მდებარეობს ბოსფორის სრუტის გასწვრივ (რომელიც ჰყოფს ევროპასა და აზიას), მარმარილოსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქის კომერციული და ისტორიული ცენტრი ევროპულ ნაწილშია, ხოლო ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი აზიურ ნაწილში ცხოვრობს. ქალაქი სტამბოლი ამავე სახელწოდების მეტროპოლიის ადმინისტრაციული ცენტრია, სადაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია და მსოფლიოს მე-5 უდიდესი ქალაქია ისევე, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ქალაქია. სტამბოლი განიხილება, როგორც ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. სტამბოლის ისტორიული და სტრატეგიული ადგილმდებარეობა აბრეშუმის გზაზე, რომელიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის სარკინიგზო ქსელების, შავი ზღვისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მარშრუტის გზაზე მდებარეობს, ქალაქის კოსმოპოლიტური მოსახლეობის წარმოქმნის საფუძველი გახდა, თუმცა, ეს ფაქტი ნაკლებად შესამჩნევი იყო 1923 წლისთვის, როდესაც ყალიბდებოდა თურქეთის რესპუბლიკა. ომებს შორის პერიოდში ახალ დედაქალაქად ანკარის გამოცხადებამ, ქალაქს უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა. 1950-იანი წლებიდან, ქალაქის მოსახლეობა ათჯერ გაიზარდა, რაც ანატოლიიდან მიგრანტების ჩამოსვლით იყო განპირობებული, ხოლო ამან ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოება გამოიწვია. XX საუკუნის დასასრულს დაარსებული ხელოვნების, მუსიკის, კინოს ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები დღესაც იმართება ქალაქში და მის სავიზიტო ბარათად იქცა. ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ, გამოიწვია რთული სატრანსპორტო ქსელის წარმოშობა. ქალაქი ისტორიულად ცნობილია, როგორც კონსტანტინოპოლი (ბერძნ. Κωνσταντινούπολις, თურქ. Kostantiniyye — კონსტანტინიე) და ბიზანტიონი.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- ჰასეკურა ცუნენაგა (იხ. სურათზე) პირველი იაპონელია, რომელიც ევროპაში ჩავიდა დიპლომატიური მისიით 1613 წელს სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების დასამყარებლად.
- იოანე პავლე II-მ უფრო მეტი ადამიანის ბეატიფიკაცია მოახდინა, ვიდრე მისმა წინამორბედებმა ერთად უკანასკნელი 400 წლის განმავლობაში.
- ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად ისრალეში კიბუცების დაარსებაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ივანე კოლელიშვილმა, რომელიც 1910-17 წლებში იმყოფებოდა პალესტინაში და რომელსაც საქართველოში, სოფელ გულგულაში კომუნის დაარსების გამოცდილება ჰქონდა.
- ცნობილი ლატვიელი მხატვარი რომან სუტა 1941-1943 წლებში იყო ქართული ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ წევრი, რის გამოც გაასამართლეს და დახვრიტეს.
- სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში არსებული ერთადერთი სინაგოგა მდებარეობს ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში.
- გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი მზეზე 4.3 მილიონჯერ მძიმეა, ხოლო მეზობელ — ანდრომედას გალაქტიკაში არსებული შავი ხვრელის მასა 100 მილიონჯერ აღემატება მზის მასას.
- ნურ ჰასანალი პირველი მუსულმანია, რომელიც სახელმწიფოს მეთაური გახდა დასავლეთ ნახევარსფეროში.
![]() |
ვიქსიკონი მრავალენოვანი ლექსიკონი |
![]() |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები და ტექსტები |
![]() |
ვიკიციტატა ციტატების კრებული |
![]() |
ვიკიწყარო საზოგადოებრივი დომენის ლიტერატურა |
![]() |
ვიკისახეობები სახეობების კატალოგი |
ვიკისიახლეები მსოფლიო სიახლეების პორტალი | |
![]() |
ვიკისაწყობი მულტიმედიური ფაილების საცავი |
![]() |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |