ვასილ ჩხაიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვასილ ჩხაიძე
დაბ. თარიღი 2 იანვარი, 1905
აცანა, ოზურგეთის მაზრა
გარდ. თარიღი 26 დეკემბერი, 1986 (81 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
აქტიური 1939–1980
მეუღლე(ები) ფლორა შედანია

ვასილ ისაკის ძე ჩხაიძე (დ. 2 იანვარი, 1905, სოფელი აცანა, ოზურგეთის მაზრა — გ. 26 დეკემბერი, 1986, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი — გერმანული ენის სპეციალობით. 1927–1934 წლებში იყო ბათუმის თეატრის მსახიობი, შემდეგ კი მუშაობდა ფოთის თეატრში. 1937–1956 წლებში მუშაობდა სკოლაში რუსული და გერმანული ენის მასწავლებლად. 1956–1962 წლებში ფოთის ვ. გუნიას სახ. დრამატული თეატრის მსახიობია. 1967 წლიდან მუშაობს კინოსტუდია ქართულ ფილმში. მის კარიერაში გამორჩეულია ელდარ შენგელაიას ფილმებში შესრულებული როლები: პიპინია ერისთავი („არაჩვეულებრივი გამოფენა“, 1968) და ქრისტეფორე მგალობლიშვილი გარიყულადან („შერეკილები“, 1973). 1970 წელს სესილია თაყაიშვილთან ერთად ითამაშა თემურ ფალავანდიშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმში „ჩამავალი მზე“. 1973 წელს შეასრულა ღარიბი და ამაყი აზნაურის როლი ფილმში „ლაზარეს თავგადასავალი“. 2013 წელს, მუ­ხათ­გვერ­დის სა­საფ­ლა­ო­ზე მისი და­კარ­გუ­ლი საფ­ლა­ვი ელდარ შენგელაიამ იპო­ვა და ნეშ­ტი გად­მო­ას­ვე­ნა. „ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა, გუ­რამ გე­ლა­ძემ იცო­და, სად იყო ეს საფ­ლა­ვი, სა­ი­და­ნაც დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში გად­მო­ვას­ვე­ნეთ“. 2015 წელს გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1979: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]