დვირულა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
დვირულა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | თრიალეთის ქედი |
სიგრძე | 12 კმ |
აუზის ფართობი | 56 კმ² |
დვირულა — მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე და ერთვის მტკვარს სოფელ დვირთან. სიგრძე 12 კმ, წყალშემკრები აუზის ფართობი 56 კმ2. საშუალო წლიური ხარჯი 0,98 მ3/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. წყალმცირობა — ზამთარში და ზაფხულში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 396.