შინაარსზე გადასვლა

დარეჯან ხარშილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დარეჯან ხარშილაძე
დაბადების სახელი დარეჯან ხარშილაძე
დაბადების თარიღი 7 აპრილი, 1952 (1952-04-07) (72 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მსახიობი

დარეჯან ხარშილაძე (დ. 7 აპრილი, 1952, თბილისი) — ქართველი მსახიობი.

1970-1975 წლებში იყო მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართული თეატრის მსახიობი, 1975 წლიდან არის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. მისი დებიუტი შედგა რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლში „დრაკონი“, სადაც ელზას როლი განასახიერა. არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983), 2008 წელს კიევის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო პრიზი, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართული თეატრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „ანა ფრანკის დღიური“ (ქალბატონი ვანდანი)
  • „თეა და თემო“ (თამარი)
  • „ქამუშაძის გაჭირვება“ (ეფროსინე )
  • „ორლეანელი ქალწული“ (აგნესა სორელი)
  • „მერი პოპინსი“ (ჩიტი, გადია, ქუჩის ბიჭი)
  • „მედეა“ (კირკე)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1983: საქართველოს სახელმწიფო პრემია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]