დავით მღებრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით მღებრიშვილი

დავით მღებრიშვილი (დ. 3 მაისი, 1971, თბილისი) — ქართველი რეჟისორი.

დავით მღებრიშვილი 1988-95 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო), 1995-97 წლებში — ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში (ხელმძღვანელი მიხეილ თუმანიშვილი), 1993-1999 წლებში — კინოსა და ტელევიზიის რეჟისურის ფაკულტეტზე (გიორგი შენგელაია სახელოსნო). 2010 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნოვერსიტეტში, სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტად. 2007-2009 წლებში მუშაობდა თელავის სახელმწიფო დრამატრული თეატრის მმართველად და სამხატვრო ხელმძღვანელად, ხოლო 2002-2004 სასწავლო წლებში — თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტად.

განხორციელებული დადგმები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]