შინაარსზე გადასვლა

ანდრო ჭიაურელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანდრო ჭიაურელი (დ. 8 ნოემბერი, 1956, თბილისი) — ქართველი კინოდოკუმენტალისტი.

დაიბადა ქართული კინოს და თეატრის ცნობილი მოღვაწეების ოჯახში. მშობლები: მამა — რამაზ ჭიაურელი, დედა — გალინა ჭიაურელი. ბაბუა — მიხეილ ჭიაურელი, ბებია — ვერიკო ანჯაფარიძე. [წყარო არ არის მითითებული 283 დღე]

1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ლ. ღოღობერიძის სახელოსნო).[1]

1977 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1985–1986 წლებში გაიარა სარეჟისორო პრაქტიკა კინოსტუდია „მოსფილმში“ გიორგი დანელიასთან. 1986 წლიდან მუშაობს დოკუმენტური ფილმებისა და გადაცემების რეჟისორად სხვადასხვა კინო- და ტელესტუდიაში. გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „ერთი შვილი არა შვილი“ (1981), „ინტერვიუ ინტერვიუს შემდეგ“ (1983), „საქართველოს უკანასკნელი ომი“, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკა“ (1990), „ანარეკლი“ (1991), „აბეომა“ (1993), „წარმართობა“ (ლ. მიხანაშვილთან ერთად, 1990), „ლაბირინთი“ (1996), „ფურცლები საქართველოს ისტორიიდან“ (დოკ. სერიალი, 2001), „კავკასიელი ტყვეები“(2003 — შეტანილია გერმანიის განათლების სამინისტოროს ისტორიის სასკოლო ფაკულტატურ კურსში), უცნობი 26 მაისი (2006, მუსიკალურ-დოკუმენტური), ვერტიკალური თავისუფლება (2012), ექვთიმე (2014), უცხო (2015), მირიან მეფის სასწაული (2015), 1924 წლის დაისი (2016), ვერიკო (2018), ერი და პრესა (2020–2021 — 10 სერიანი დოკუმენტური სერიალი), ქართველი მოდერნისტები (2022 — 4 სერიიანი დოკუმენტური სერიალი) და სხვა.

მხატვრული ფილმები: „საშობაო ისტორიები“ (2001), „საუბრები ნინო ჭავჭავაძესთან“ (2002), „ეს ერთჯერადი ნივთები“ (2007) და სხვა.

თეატრალური სპექტაკლების რეჟისორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • კაპრიჩიო (1990, გერლინდ რაინსჰაგენის მიხედვით)
  • სიყვარული შექსპირიდან (2005, შექსპირის პიესების კომპილაცია, ვიდეოს გამოყენებით)
  • მაქს ფრიში „ბიოგრაფია“ (2010, თეატრალური დადგმა ვიდეოს გამოყენებით)
  • გადაღებულია ფილმში „ნაზარეს უკანასკნელი ლოცვა“ (ლ. თუთბერიძე, 1988)
  • ქართული კინო : 1896–2011, თბ., 2011, გვ. 213–214.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანდრო_ჭიაურელი“-დან